ახალი ამბები

მე-14 სკოლის დირექტორი შაშკინის წინააღმდეგ

მე-14 სკოლის დირექტორის გათავისუფლების გამო პრემიერ-მინისტრის აპარატში საჩივარი შევა, აცხადებს სკოლის დირექტორის, ზვიად მიმინოშვილის ადვოკატი რევაზ რიჟამაძე.

რიჟამაძის თქმით, განათლების მინისტრის გადაწყვეტილებას იგი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის ძალით გაასაჩივრებს: 

«ზვიად მიმინოშვილი შვებულებაშია და 27 ივლისამდე მას ვერ გაათავისუფლებენ. ამასთანავე, მინისტრის ბრძანება იმავე 184-ე მუხლის ძალით შეჩერდება, სანამ პრემიერი ჩვენს ადმინისტრაციულ საჩივარს არ განიხილავს. საჩივრის განხილვის ვადა ერთი თვეა.»

ზვიად მიმინოშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მე-14 სკოლის სამეურვეო საბჭოსთან ერთად 15 ივლისს დაითხოვა. 15 ივლისს სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც დირექტორის გათავისუფლების საკითხს იხილავდნენ.

რევაზ რიჟამაძე აცხადებს, რომ სამინისტროსგან გამოითხოვა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სკოლას შენიშვნები მისცა. ადვოკატი აცხადებს, რომ სამინისტრომ დოკუმენტაცია არ მისცა, რადგან საბუთები გაყალბებული იყო.

თეა თუთბერიძე, დირექტორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებას კრიმინალურს უწოდებს: 

"გადაწყვეტილება კრიმინალია... სამეურვეო საბჭოს დირექტორის გადაყენების საკითხზე სხდომა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ მინისტრმა საბჭოც და დირექტორიც დაითხოვა, რისი უფლებაც არ ჰქონდა."

სამეურვეო საბჭოს 15 ივლისის სხდომა ხმაურით მიდინარეობდა. დირექტორის გასათავისუფლებლად საჭირო 10 ხმა, 15–წევრიანი საბჭოდან, ვერ მოგროვდა. სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს სკოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ. საბჭომ გადაწყვეტილება ვერ გამოიტანა და იგი გაურკვეველი დროით გადაიდო.

თუთბერიძე ფიქრობს, რომ განათლების სამინისტრო სამეურვეო საბჭოს პრინციპულობამ გააღიზიანა და ბრძანება გათავისუფლების შესახებ პროცედურების დარღვევით გამოიტანა.

თეა თუთბერიძე დღეს, 15 საათზე, პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს, სადაც, მისიცე თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  თანამშრომლების კორუფციულ საქმიანობაზე ისაუბრებს.

"ჩვენ ორ საჩივარს შევიტანთ: ერთს პრემიერ-მინისტრის სახელზე, სადაც დირექტორის გათავისუფლებას გავასაჩივრებთ, მეორეს- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარ პროკურატურაში და მოვითხოვთ განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნების კრიმინალური საქმიანობის გამოძიებას."

განაცხადს ნივთმტკიცებულებად თან დავურთავ ჩემს მიერ გაკეთებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, აცხადებს თეა თუთბერიძე.

ფარული აუდიოჩანაწერში ზვიად მიმინოშვილის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ირაკლი ანდრიაშვილისა და პროფესიული "სინდიკატის" გამგეობის თავმჯდომარე ტატო შავშიშვილის საუბარი ჟღერს.

ჩანაწერის მიხედვით ირკვევა, რომ ზვიად მიმინოშვილს თანამოსაუბრეები თანამდებობის დატოვას ურჩევენ.

პარლამენტმა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი დაამტკიცა

კანონს მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციის 8 დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი.  ცვლილებები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ მესამე მოსმენით 81 ხმით მიიღეს.

ხიდაშელი: ივანიშვილი იქნება ჩვენი საარჩევნო სიის პირველი ნომერი

"სააკაშვილის შიშების კანონი" – ასე უწოდებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ–ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონპროექტში შესატან ცვლილებებს, რომელიც დღეს უნდა მიიღოს პარლამენტმა და რომლითაც იცვლება პარტიების დაფინანსების წესი.

შეფასებები, კომპრომისი, ახალი ინიციატივები საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე ახალი საარჩევნო კოდექსი მესამე მოსმენით საბოლოოდ დაამტკიცა. მას მხარი 111–მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 2 დეპუტატი იყო. რაც შეეხება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ”  კანონპროექტს, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა და დაამტკიცა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი.

წინა | შემდეგი
2012-02-03

”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” მობილურ ოპერატორებს უჩივის

არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დღეს, 3 თებერვალს, მობილური კომპანიების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ორგანიზაცია მარეგულირებლისგან მობილური კომპანიების დასჯას და აბონენტებისთვის ”112”–ის მომსახურების გამო ჩამოჭრილი 20 თეთრის დაბრუნებას ითხოვს.

წინა | შემდეგი