ახალი ამბები

ტელევიზიის მფლობელი იუსტიციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანია

პოლიციის „ზღაპრები“ რეალტივიზე

 

 “დონაძის ტელევიზია”, “პოლიციის პროპაგანდისტული მანქანა”...  -ასე მოიხსენიებენ ტელეკომპანია “რეალ ტვ”-ის თბილისში, რომელიც მხოლოდ ამ ქალაქში მაუწყებლობს. “ბათუმელების” გამოძიებით დადგინდა, რომ ამ ტელევიზიის ლიცენზია მისმა ერთადერთმა მფლობელმა, ია პაიჭაძემ უკანონოდ მიიღო. დოკუმენტების მიხედვით, ია პაიჭაძე წლების განმავლობაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. სწორედ ამიტომ არ ჰქონდა  მას  მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების უფლება.

 „რეალ ტვ“-მ არსებობის ხანმოკლე პერიოდში არაერთხელ მოახერხა საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. ყველაზე სკანდალური კი ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ოჯახთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელება იყო. მაშ ასე, როგორ აღმოცენდა „რეალტივი“?

 „რეალტივი საქართველოს“ კერძო მაუწყებლობის ლიცენზია კომპანია „მედიევალი“-მ გადასცა. ორივე კომპანიის დამფუძნებელი და ერთპიროვნული მფლობელი ია პაიჭაძეა.

 ია პაიჭაძე 2002 წლის 18 თებერვლიდან 2006 წლის 21 დეკემბრამდე იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.მან შპს „მედიევალი“ 2004 წლის 10 მაისს დააფუძნა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით კი, 2005 წლის იანვარში შპს „მედიევალზე“ საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზია გაიცა (N1445). „მედიევალზე" ამ ლიცენზიის გაცემის დროს ია პაიჭაძე, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული რეაგირების სამმართველოს უფროსი იყო.

 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მიხედვით კი, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს: „ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი ან თანამშრომელი…“

 „თუ ია პაიჭაძე იყო საჯარო მოხელე, მაშინ ის არ უნდა ყოფილიყო ლიცენზიის

მაძიებელი იურიდიული პირის (ამ შემთხვევაში „მედიევალის“ - ავტ.) მფლობელი. ამდენად, თუ დასტურდება ეს ფაქტი, კომისიის გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემაზე არის კანონდარღვევა“- აცხადებს იურისტი თამარ კორძაია.

 „ბათუმელებისთვის“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ

მოწოდებული ინფორმაციით კი, ია პაიჭაძე ”მედიევალის” ერთადერთი დამფუძნებელია, ანუ ამ კომპანიის ასივე პროცენტი მას ეკუთვნის.

 არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი, ლელა ტალიური: „თუ სიტყვასიტყვით გავყვებით კანონის განმარტებას, მაშინ შეიძლება თქვას, რომ კანონი არ დარღვეულა, რადგან ლიცენზია მიიღო იურიდიულმა და არა თანამდებობის პირმა. მაგრამ, ამ შემთხვევაში ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 37-ე მუხლი დასახვეწია, რადგან მაუწყებლობის შესახებ კანონის მიზანი, რაც სახელმწიფო ჩარევისაგან დამოუკიდებელი მაუწყებლობის ფორმირებას, სიტყვისა და აზრის თავისუფლების, ლიცენზიის მფლობელთა თანასწორობის უზრუნველყოფას გულისხმობს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უგულებელყოფილია“.

 ლელა ტალიური აცხადებს, რომ 37-ე მუხლი ლავირების საშუალებას იძლევა, მაგრამ "თუ ვიმსჯელებთ იმ კუთხით, რომ ია პაიჭაძეს შპს „მედიევალი“-ში ეკუთვნის 100-ვე პროცენტი და ის არის მესაკუთრე, რომელსაც ერთპიროვნულად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, გავლენა ხელისუფლებისა კომპანიაზე და, შესაბამისად, კავშირი ამ კომპანიისა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, ნათლად იკვეთება. ერთადერთი კომპეტენტური ორგანო, რომელსაც გადაჭრით შეუძლია თქვას, რომ კანონი დაირღვა, არის სასამართლო. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ფაქტიდან გამომდინარე კანონის მიზანი დარღვეულია“.

„მედიევალის“ კუთვნილი ლიცენზია (#1445), კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა (გადაკეთდა) კერძო მაუწყებლობის ლიცენზიად (#B84). „მედიევალის“ მფლობელი ია პაიჭაძე ამ დროს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.

 

 ია პაიჭაძემ ახალი სამაუწყებლო კომპანია „რეალტივი-საქართველო“ 2009 წლის 16 ივლისს დააფუძნა (100- პროცენტიანი წილის მფლობელი ამ შემთხვევაშიც ია პაიჭაძეა). აგვისტოში კი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მედიევალს“, „რეალტივი საქართველო“- თვის ლიცენზიის გადაცემაზე წინასწარი თანხმობა მისცა. კომპანიის დაფუძნებიდან და "მედიევალის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლის ლიცენზიის (#B84) მიღებიდან მეოთხე თვეს, 2009 წლის ოქტომბერში კი, „რეალტივი საქართველომ“ ფუნქციონირება დაიწყო. იმავე წლის 5 ნოემბერს „რეალტივი„, აუქციონის წესით (აუქციონში მხოლოდ "რეალტივი" მონაწილეობდა), რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების ლიცენზიასაც იღებს.

 „რეალტივის“ დამფუძნებელი და მფლობელი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია - „საერთაშორისო გამჭვირვალობა  საქართველოსთვის“ გასულ წელს მიწოდებული ინფორმაციით, „რეალტივის„ დამფუძნებელი ია პაიჭაძეა.

 შპს „რეალტივი საქართველოს" მესაკუთრეთა მონაცემებში მიმდინარე წლის დასაწყისში ცვლილება შედის-  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 24 თებერვლის ამონაწერის მიხედვით, „რეალტივი საქართველოს„ ასპროცენტიანი წილის მფლობელად ვინმე არტემ ზაქარაიაა დასახელებული. 22 ივნისს კი არტემ ზაქარაიამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს, ჩანაწერში ტექნიკური ხარვეზის გასწორების მოტივით. კომპანიის მიერ 2010 წლის 3 ივნისს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის გაგზავნილი ანგარიშის მიხედვით კი (#1/60), „რეალტივის“ მესაკუთრედ და მმართველ დირექტორად ისევ ია პაიჭაძეა მითითებული. საჯარო რეესტრის 23 და 25 ივნისის ამონაწერებში  არტემ ზაქარაიას კვალი ქრება და კომპანიის მფლობელი ისევ ია პაიჭაძეა.

 ია პაიჭაძე და პოლიცია 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ია პაიჭაძე იუსტიციის სამინისტროდან წამოსვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს. ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილით მიმდინარე წლის 4 მარტს მივმართეთ. შს სამინისტრომ საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდა, რის შემდეგაც სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მივმართეთ. შესაბამისი განხილვის შემდეგ,

14 ივნისს (მთლიანობაში ოთხი თვის დაგვიანებით) ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ზვიად თავართქილაძემ მოგვწერა: „...გაცნობებთ, რომ შს სამინისტროს ორგანოებში ია პაიჭაძის მუშაობის შესახებ ინფორმაცია მოძიებული ვერ იქნა“.

 ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, თამარ კორძაია განმარტავს, რომ “შს სამინისტროს მიერ გაცემული პასუხი არ არის პირდაპირი უარყოფა იმისა, რომ ია პაიჭაძე არ მუშაობდა შს სამინისტროს რომელიმე ორგანოში. ამიტომ (მეტი ვარაუდით), ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ჩავთვალოთ, რომ ის იქ მუშაობდა“.

 

რეალტივი“, როგორც პროპაგანდისტული მანქანა 

 

ლიცენზიანტი კანონით ვალდებულია, თავის საქმიანობაში დაიცვას „პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები“, მიუხედავად ამისა, როგორც მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე აცხადებს, კომპანია „რეალტივის“ მიერ შექმნილ მედიაპროდუქტებში ხშირად ირღვევა ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკური ნორმები: „სიუჟეტებში ხშირია დაუსაბუთებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელსაც ჟურნალისტი კონკრეტული სუბიექტის მიმართ ავრცელებს. შეურაცხმყოფელი და არაეთიკურია ტელევიზიის მიერ შექმნილი მედიაპროდუქტი. ხელყოფილია პიროვნების კონსტიტუციური უფლება რელიგიის, აზრის თავისუფლების შესახებ.

 ამის მაგალითია თუნდაც ყოფილ სახალხო დამცველზე გაკეთებული სიუჟეტი - „სუბარის რელიგიური მრწამსი“, ან ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეზე -„მედია დანაშაული, კანონი”. როგორც ზვიად ქორიძე აცხადებს, „რეალტივის“ სახით ჩვენ ვაწყდებით ახალ მაუწყებლობას, რომელიც ჩანასახშივე უკეთებს იგნორირებას ჟურნალისტურ ეთიკას. „ჩვენ არ ვიცით ტელევიზიის დამფუძნებლის ფინანსური დეკლარაცია, მიუხედავად იმისა, რომ იგი ოდესღაც იყო საჯარო პირი, რაც ყველაზე საინტერესოა, არ ვიცით მისი დღევანდელი ფინანსური მდგომარეობა. რა ფულით აფინანსებს იგი ტელევიზიას“.

 ექსპერტის თქმით, „რეალტივი საქართველო“ პროპაგანდისტულ პროდუქტს ქმნის: „ჩემი აზრით, ეს არის წმინდა პროპაგანდისტული პროექტი. ეს არის ტელევიზია, რომელსაც არ აქვს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა, იგი მთლიანად არის მიბმული სახელმწიფო მანქანას და განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებს, რომელიც დიდი დოზით არის წარმოდგენილი ამ ტელევიზიაში“.

იგივე აზრია გამოხატული ინტერნეტ გამოცემა „მედია გე“-ს ჟურნალისტის თამაზ კუპრეიშვილის მოსაზრებაშიც: „ეს არის თანამედროვე აუდიო-ვიდეო ტექნიკით აღჭურვილი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კანტორა, სადაც საბრალდებო დასკვნები სატელევიზიო სიუჟეტების სახით იწერება“.

 ერთადერთი ქონებრივი და საფინანსო დეკლარაცია 

ია პაიჭაძე, 2004 წლის 22 აპრილს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, თბილისში, რაზმაძის 41-ში მდებარე სახლში, დედასთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. სწორედ ამ მისამართზეა რეგისტრირებული ორივე სამაუწყებლო კომპანია - შპს      „მედიევალი“ და შპს „რეალტივი საქართველო“.

ია პაიჭაძის დედა, გულნარა ჯიმშერაძე, დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს

ადვოკატთა პრეზიდიუმის ადვოკატია. ია პაიჭაძის წლიური შემოსავალი იმ დროისთვის 12000 ლარია. დეკლარაციის მიხედვით, მის სახელზე ირიცხება 5500 ლარად შეფასებული მსუბუქი ავტომანქანა. ამჟამად ია პაიჭაძის სახელზე ავტომანქანა „VOLKSWAGEN PASSAT“-ია რეგისტრირებული (გაფორმების თარიღი: 29/08/2009).

 გულნარა ჯიმშერაძის შემოსავლები კი შვილის ქონებრივ დეკლარაციაში ასახული არ არის: „არ ვიცი“ - წერია შესაბამის გრაფაში.

 ია პაიჭაძე იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე

ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა. მიუხედავად ამისა, საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, ია პაიჭაძეს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია მხოლოდ 2004 წლისთვის აქვს შევსებული.

 ფინანსური გა()მჭვირვალობა 

ლიცენზიის პირობების მიხედვით, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, გამოაქვეყნოს და მარეგულირებელ კომისიას ყოველწლიურად წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში, როგორც საქმიანობის გეგმის, ასევე დაფინანსების წყაროების შესახებ. თუმცა, კომუნიკაციების ეროვნული კომისია კომპანიების ფინანსურ ანგარიშებს ასაიდუმლოებს. კონფიდენციალობის მიზეზად კომისიას კერძო ბიზნესებს შორის კონკურენცია მოჰყავს.

 იურისტი თამარ კორძაია: „ასეთ შემთხვევაში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, უნდა არსებობდეს ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა, რომ ეს ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ცნობილ იქნა კომერციულ საიდუმლოებად.

 თუ ასეთი პროცედურა არ არის დაცული, მაშინ ინფორმაცია ღიაა და ის უნდა გასცენ“.

 „მედიევალისა“ და „რეალტივი საქართველოს“ მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშების გასაჯაროების მოტივით, “ბათუმელებმა“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმდინარე წლის 17 ივლისს მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიების მფლობელ ია პაიჭაძეს, ფინანსური ანგარიშების გასაიდუმლოებაზე მოთხოვნა არ ჰქონია გაკეთებული, „მედიევალის“ ანგარიში კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არ მოგვაწოდა. „რეალტივი საქართველოს“ ანგარიშის (#1/60, 2009წ.) მიხედვით, ამ კომპანიის სარეკლამო შემოსავალი 46 854 ლარია. დოკუმენტის მიხედვით, „რეალტივის“ გრანტიდან და რეტრანსლაციიდან შემოსავალი მიღებული არ აქვს.

 „ბათუმელებმა“ ია პაიჭაძესთან დაკავშირება რამდენჯერმე სცადა. პირველად ერთი თვის წინათ, ბოლოს კი გუშინ. მაშინაც და ახლაც კომპანიის წარმომადგენლებისგან ერთი და იგივე პასუხი მივიღეთ. „ქალბატონი ია საქართველოში არ იმყოფება, უცხოეთშია.

 სამწუხაროდ, მასთან ვერ დაგაკავშირებთ“, - განაცხადა ქალბატონმა, რომელმაც „ბათუმელებს“ თავი დირექტორის თანაშემწედ წარუდგინა.

 „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ პერიოდში სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე ია პაიჭაძეს შემოწმება არ გაუვლია.

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის ,,გადამოწმება დემოკრატიისთვისფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდების „NED“ და „B|S|T’’ ფინანსური მხარდაჭერით. საავტორო უფლება ეკუთვნის შპსგაზეთ ბათუმელებს“. ინფორმაციის გამოყენებისასგაზეთ ბათუმელებისმითითება აუცილებელია.

 

კომენტარი

სათაური:
gela
ვისგან:
შიგთავსი:
:))))))))) aralicenzirebuladd :)) bevri vicine :))) kai kai MISHA MAGARIAAA
სათაური:
AngelW7
ვისგან:
შიგთავსი:
შენ თუ ჩემს ტექსტებში იმას ხედავ, რომ მე უფლის მაგივრად ვწყვეტ რამეს "კარგად" ყოფილა ჩემი და თქვენი საქმეც, ასეთი ტრივიალური შენიშვნები არ უნდა მისცე ადამიანს რომელსაც არ იცნობ და არ იცი რა გაუკეთებია სარწმუნოებრივი კუთხით. ჩემი ნაწერის ასეთი თქვენებური აღქმის შემდეგ უკვე ვხდები რა როლი უჭირავს თქვენს ცნობიერებაში დემოკრატიას, თავისუფლებას და მამაზეციერს... მე სიყვარულისკენ მოგიწოდებ და შენ უფალს ნუ ასწავლიო... ასეთი რამ თავში როგრო მომივიდოდა არ დაფიქრევულხარ? და თუ მომივიდა ჩემზე საცოდავი გეგულება მაშინ ვინმე? არ შეიძლება ხალხო ასე "უპრაკონოდ" მიაწებოდ ადამიანებს იარლიკები, მათ შორისა იგულისხმება პაიჭაძც და კომახიძეც.
სათაური:
le..
ვისგან:
შიგთავსი:
თქვენ ნუ წყვეტთ ვინ უნდა შევიდეს სასუფეველში და ვინ არა. კიდევ კარგი ღმერთი ადამიანებს არ გავს თორემ მაშინ მართლა გვექნებოდა პრობლემები,წარმოგიდგენიათ იქაც პარტიული ნიშნით ან დაქალაბო-ძმაკაცობით რომ შეჰყავდეთ ადამიანები? ღმერთი თვითონ წყვეტს ვინ არის სამართლიანი და ვინ არა, ამას იგი თვენზე და ყველაზე უკეთესად აკეთებს...
სათაური:
angelW7
ვისგან:
შიგთავსი:
რაზე გაგეცინა გენაცვალე მამა გაბრიელზე? ან სად წაიკითხე ჩემი მხრიდან ვინმეს ლანძღვა? ეს ხომ დემაგოგიაა... არ გრცხვენია? მერე დააკოპირე ერთი ეგ საბუთები და წაგვაკითხე,რა გენანება? ყველაფერი გქონიათ მაგრამა რატომღაც მარტო მითითებებით იფარგლებით, წაგვაკითხე ერთი თუ ქალი რა საბუთები გაქვს 10 წლიანი გამოცდილების ბაზაზე აგებული, ადამიანი სიყვარულისკენ მოგიწოდებ, ერთობისა და შენდობისაკენ და უეცრად მაბრალებ ლანძღვა-გინებას, აბა ეხლა შენ რამე დაგეჯერება ჟურნალისტიკის ჩათვლით? ჯერ ისწავლე ადამიანების სიყვარული თუ მათ ემსახურები, და მერე ამ სიყვარულში გავლებული აზრებით იაზროვნე, თორემ განკითხვის დღეს მარტო ჟურნალისტიკას კი არა, უფალს და მარადიულ ცხონებას დაკარგავ და დარჩები მარტო ... ღმერთმა გაშოროს ეს.
სათაური:
ნან
ვისგან:
შიგთავსი:
კომახიძე ამ სტატიასთან რა შუაშია, მაგრამ ზურო, ის სიუჟეტი კრიტიკა კი არა დეზინფორმაცია და სატელევიზიო ბრალდება იყო. სხვა სიუჟეტები ხომ საერთოდ, თუნდა „ცხოველური პოლიტიკა". იმას, რასაც აკეთებს რეალ ტვ ჟურნალისტიკასთან საერთო არაფერი აქვს. მართლა გულწრფელად მიკვირს, როგორ უნდა აიღო ფული იმაში, რასაც ამ ტელევიზიაში დასაქმებული ხალხი აკეთებს?! არ უნდა გინდოდეს. მორალი არაფერ შუაშია, უბრალოდ ძალიან შეურაცმყოფელია.
სათაური:
zoro
ვისგან:
შიგთავსი:
რატომ გგონიათ, რომ დემოკრატია მარტო ანტისამთავრობო დიდაქტიკაა, განსხვავებული აზრი არ უნდა ქონდეს სხვას? კომახიძემ ხო გააკეთა ფილმების სერია, სადაც თავისი აზრით ამხილა და დაადანაშაულა. ამდენი წელია გადის ეს ფილმები და არავინ არც დამუქრებია და არც არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. საზღვარგარეთ გაქცევა რო გადაწყვიტა და რაღაცა მოიგონა, გგონიათ ხალხი ვერ ხედავს? არ მოეწონა კრიტიკული სიუჟეტი? რას იზავ, სიმართლე ხანდახან მწარეა..
სათაური:
zoro
ვისგან:
შიგთავსი:
ძვირფასო LE.. როგორც გიწერიათ რეალტვ დაარსდა 2009 წელს, 4 თუ 5 წლის წინ მფლობელი ვინ იყო რაღაცა მედიავალის რა შუაშია, ეგეთი არც ტვ გამიგია და არც რადიო. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ მუხტის აგორებას ცდილობთ ცოტა მეტი წონიანი არგუმენტები და ფაქტები მოიყვანეთ, თორე რეალტივისა და თქვენს შორის განსხვავება არ იქნება.
სათაური:
თეონა
ვისგან:
შიგთავსი:
როგორ არ გრცხვენიათ, როცა კომახიძეს მიკერძოებაში ადანაშაულებთ? ასე ვიცით ქართველებმა დაფასება! და ეს ყველა უბედურება ამით დავიმსახურეთ...
სათაური:
lelabatumelebi@gmail.com
ვისგან:
შიგთავსი:
ეხლა ბოლომდე ჩავიკითხე ანჯელას კომენტარი და გამეცინა. ღმერთზე და სიყვარულზე ისე ლაპარაკობს თითქოს 2 წუთის წინ თვითონ არ გაელანძღოს დაუმსახურებლად ადამიანები. ...ყველა დოკუმენტი და მტკიცებულება არსებობს,(ისე ძალიან თუ გაინტერესებთ,) და სხვათაშორის ჟურნალისტური გამოცდილებაც არ მაკლია 10 წელია უკვე ვმუშაობ. და ბევრისგან განსხვავებით ვიცი რა არის საერთაშორისო სტანდარტი. ჩემი მოვალეობაც მესმის და პასუხისმგებლობაც...
სათაური:
le..
ვისგან:
შიგთავსი:
ჯერ სტატია კარგად წაიკითხეთ და მერე გამოიტანეთ დასკვნები. როცა ტელევიზიამ (შპს მედიევალი) მაუწყებლობა დაიწყო, მაშინ ია პაიჭაძე მაღალჩინოსანი იყო, შემდეგ ადგა და ეს ლიცენზია იმ კომპანიას გადასცა, რომელიც ასევე მისი საკუთრებაა. ამაში თუ დარღვევას ვერ ხედავთ, ეგ თქვენი პრობლემაა ან არ გინდათ რომ დაინახოთ.. .. და ვახო კომახიძეზე ასე რატომ იბოღმებით, .. გააკეთეთ იმდენი რაც მას გაუკეთებია ჟურნალისტიკაში და მერე ისროლეთ ტალახი. თვითონ თქვენ რა გაგიკეთებიათ დემოკრატიისთვის, ან თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის? ... ალბათ ''რეალტივის'' თანამშრომლები ხართ და ამიტომ არ გინდათ სიმართლის დანახვა... გმადლობთ კომენტარებისთვი...
სათაური:
AngelW7
ვისგან:
შიგთავსი:
თქვენი გამოძიებიდან ირკვევა, რომ პაიჭაძე მაღალჩინოსანი არ ყოფილა, როცა ტელვიზიამ მაუწყებლობა დაიწყო და არც პოლიციელი ყოფილა! ეს არგუმენტი პასუხგაუცემელია და აბსოლიტური სიმართლეა, თქვე დალოცვილებო იმას მაინც ვერ ხვდებით, რომ თუ კანონის დამცველების კონტროლსქვეშაა ეს ტელევიზია კანონის დარღვევის გარეშე ვერ მოიფიქრებდნენ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ჩამოყალიბებას? უსუსურობას არა აქვს საზღვარი!რადაც არ უნდა დაგიჯდეთ იჩხრიკებით და ეძებთ სუსტ წერტილებს, ამ დროს კი თვითონ თქვენვე იმდენ ლაფსუსებს უშვებთ თქვენს ე.წ. გამოძიებაში, რომ სასაცილოა! მაგ: "„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ პერიოდში სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე ია პაიჭაძეს შემოწმება არ გაუვლია." საბუთი! დოკუმენტი სასწრაფოდ! სადაც ჩანს ამის დადასტურება და ვის მიერაა გაცემული? ისე აბოლებთ ხალხს, რომ იმასაც კი ვერ მალავთ ასეთი ინფორმაცია საჯარო რომ არაა! თქვენი გამოძიებიდან ირკვევა, რომ პაიჭაძე მაღალჩინოსანი არ ყოფილა, როცა ტელვიზიამ მაუწყებლობა დაიწყო და არც პოლიციელი ყოფილა! ეს არგუმენტი პასუხგაუცემელია და აბსოლიტური სიმართლეა, თქვე დალოცვილებო იმას მაინც ვერ ხვდებით, რომ თუ კანონის დამცველების კონტროლსქვეშაა ეს ტელევიზია კანონის დარღვევის გარეშე ვერ მოიფიქრებდნენ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ჩამოყალიბებას? უსუსურობას არა აქვს საზღვარი!რადაც არ უნდა დაგიჯდეთ იჩხრიკებით და ეძებთ სუსტ წერტილებს, ამ დროს კი თვითონ თქვენვე იმდენ ლაფსუსებს უშვებთ თქვენს ე.წ. გამოძიებაში, რომ სასაცილოა! მაგ: "„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ პერიოდში სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე ია პაიჭაძეს შემოწმება არ გაუვლია." საბუთი! დოკუმენტი სასწრაფოდ! სადაც ჩანს ამის დადასტურება და ვის მიერაა გაცემული? ისე აბოლებთ ხალხს, რომ იმასაც კი ვერ მალავთ ასეთი ინფორმაცია საჯარო რომ არაა! რეალ ტვ-ის სიუჟეტებზე რომ ბაასობთ, ერთი ვინმეს თუ გაახსენდა რა გადაცემა გადიოდა ამ ტელევიზიით წითელ პარასკევს, აღდგომის წინა დღეს? მამა გაბრიელის ფენომენის შესახებ მსგავსი გადაცემა არ მინახავს არც ერთ ტელევიზიაში! არც ერთ გაზეთში! შედით ამ ლინკზე http://rtv.ge/index.php?m=711 და მოძებნეთ ზვიად ონიანის ინტერვიუ და ამის მერე თუ ვინმე იტყვის რომ მსგავსი ინფორმაციის მიმწოდებელი ტელევიზია იმართებაო და გურამ დონაძეს არ ესმის სარწმუნოებაო,საკუთარ თვალებში ჩაიხედოს და თავის სულს დახედოს, უცოდველი ადამიანი არ არსებობს, მაგრამ დროში შეიძლება ადამიანი წარწყმდეს, შეიძლება ცხონდეს, ბევრი ყოფილა ასეთი და თქვენ ვინ მოგცათ უფლება ვინმეზე თქვათ ცოდვილიაო ან ცუდი ადამიანიაო, გაგიგიათ მისი საქმეების შესახებ? მარტო ეს ინტერვიუა საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანმა შეინანოს და ცხონდეს, თქვენ კი იქექებით იურისპრუდენციაში ისე, თითქოს საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაგემთავრებინოთ ოქსფორდში... და თავი ჟურნალისტებად წარმოგიდგენიათ, მაშინ, როცა ამ კაცს, ამ ტელევიზიის შემქმნელს თითქმის 12 წლიანი მყარი ჟურნალისტური გამოცდილება ატყვია ეკრანზე! აბა კარგად შეხედეთ ინფორმაციის როგორი მრავალფეროვანი ნაკადი მოედინება უწყვეტად! სექტემბრიდან კი კიდევ მოიმატებს როგორც ვიზუალი, ისე შინაარსი 24 საათიან რეჟიმში. არ გეკადრებათ ასეთი თითიდან გამოწოვილი ღვარძლი და ზიზღი, სიძულვილი, ვითომ და დაიქცა ქვეყანა... დაირღვა კანონი! "ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, შორსა ხარ საუფევლიდანო" - ხშირად მოგვმართავდა მამა გაბრიელი. ხოდა ეცადეთ შეიყვაროთ ადამიანი და უფალი როგორც იურიდიულად ისე ღვთიურად, ბოროტების საქმეები გძულდეთ, თორე ყველა ადამიანში ქრისტეს ხატებას უნდა ხედავდეთ, მათ შორის გურამსა და მის მსგავს პიროვნებებში. ღმერთმა გაგაძლიეროთ და აბა თქვენ იცით მარეგულირებელში არ დააგვიანოთ ცნობების გაცემა 5 საათამდე წყდება, ეს ისე ხუმრობით.
სათაური:
zoro
ვისგან:
შიგთავსი:
სამწუხაროდ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კომახიძემ გთხოვათ რამე „გამოგეძიებინათ“. თორე რეალტივის გაცილებით მწვავე სიუჟეტები გაუკეთებია და გაცილებით სკანდალური. თქვენი გამოძიებიდან ირკვევა, რომ პაიჭაძე მაღალჩინოსანი არ ყოფილა, როცა ტელვიზიამ მაუწყებლობა დაიწყო და არც პოლიციელი ყოფილა. ხოდა რას ერჩით? და კიდე, საიდან გაარკვიეთ, რომ საზღვარზე შემოწმება არ გაუვლია პაიჭაძეს, რამდენადაც ვიცი ეს ინფორმაცია საჯარო არაა... კომახიძეს რაც შეეხება მოუხელთებელ ჯოზე როა ანეკდოტი ის მახსენდება მაგაზე
სათაური:
giorgi
ვისგან:
შიგთავსი:
zoro კომახიძე და მალხაზ გულაშვილი, რომ ბინძუურები არიან გასაგებია, მაგრამ გურამ დონაძე და მთელი რეალტივი არის პოლიციის რიგითი ქვედანაყოფი და ჟურნალისტიკასთან საერთო არაფერი აქვთ
სათაური:
mkitxveli
ვისგან:
შიგთავსი:
კომახიძე ძალიან მაგარი ჟურნალისტია. იქნებ შენი არ გუმენტებიც დადო zoro. გეთანხმები რომ კარგი გამოძიებაა
სათაური:
tamara
ვისგან:
შიგთავსი:
zoro samwuxarod,sityvebi,romelsac saubrisas iyenebt, tqvenve gaxasiateben zalian cudat. komaxizis mikerzoeba-miukerzoebloba ra shuahia an am statiastan an mis pirad cxovrebashi chaurevlobastan? mikvirs am xalxis pirdapir
სათაური:
zoro
ვისგან:
შიგთავსი:
მაგარი გამოძიება ჩაგიტარებიათ დაა ... ვაი თქვე საცოდავებო. მიუკერძოებელი ჟურნალისტი კომახიძე არსად დაგეკარგოთ :D
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

ივანიშვილის პირველი შემოწირულობა პრესისთვის

"თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციამ” ბიძინა ივანიშვილის ფონდისგან პირველი გრანტი მიიღო: ”ქართუმ” ორგანიზაციას 131 070 ლარი გადაურიცხა.

ბათუმის "25–ე არხი" თბილისში მაუწყებლობას გეგმავს

ბათუმში მაუწყებელი ”25-ე არხის” დირექტორი მერაბ მერკვილაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ხმებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანიის შესყიდვას აპირებს, თუმცა ის მზად არის, ნებისმიერი კონკრეტული შემოთავაზება განიხილოს.

2011-12-16 | მედია 

ქარტიის საბჭო მანდატის გაფართოებას ითხოვს

17 დეკემბრის სხდომაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო  ცვლილებების პროექტს წარმოადგენს. ერთ–ერთი ცვლილება ითვალისწინებს საბჭოს მანდატის გაფართოებას: კერძოდ, საბჭო ითხოვს უფლებას, განიხილოს განცხადება, რომელიც ეხება იმ პირის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევას, რომელიც არ არის ქარტიის წევრი.

წინა | შემდეგი
2012-02-03

"არა წყლის უსამართლო გადასახადს"

მიმდინარე წლის იანვრის თვის წყლის გადასახადის ქვითარი თბილისის მოსახლეობის ნაწილმა გაზრდილი სულადობის მაჩვენებლით მიიღო. იმის გამო, რომ კომუნალური გადასახადები ერთიანი ქვითრით იხდება, ელექტროენერგიის გათიშვის შიშით, აბონენტებს ხელოვნურად გაზრდილი წყლის გადასახადის გადახდა მოუხდათ.

2012-02-03

“ცენტრ–პოინტისგან” დაზარალებულთა აქცია-გამოფენა

დღეს ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” საგამოფენო დარბაზში სამშენებლო კომპანია “ცენტრ–პოინტის” მშენებლობების შედეგად დაზარალებული მოსახლეობა შეიკრიბა, მათ ფოტოები გამოფინეს, რომელზეც, როგორც თავად ამბობენ, “ცენტრ–პოინტის” უკანონო ქმედებებია გამოსახული.

2012-02-03 | რეკლამა 

ახალი თამაში და სიურპრიზები მთელი წლის განმავლობაში თიბისი ბანკისგან

თიბისი ბანკი მეანაბრეებისთვის ახალ, მთელწლიან კამპანიას იწყებს, რომლის ფარგლებშიც მათ, ვინც თიბისიში გახსნის ანაბარს, ყოველთვე მიეცემათ საშუალება, ჩაერთონ სახალისო თამაშში და მიიღონ სხვადასხვა საჩუქრები.

წინა | შემდეგი