საზოგადოება
2010-07-23

საშიში ექსპერიმენტები მოზარდების ტვინში

ქართველი ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ნეიროფსიქოლოგები და ნარკოლოგები, რომლებსაც ნეტგაზეთი გაესაუბრა, აკრიტიკებენ პროგრამას, რომლის მიხედვითაც, მშობლებს იმის დადგენას პირდებოდნენ, აქვთ თუ არა მათ შვილებს მიდრეკილება კრიმინალური ქცევების, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და სხვა მავნე ჩვევების მიმართ.

რომელი დედა იტყვის ასეთ რამეზე უარს, მით უმეტეს, თუ ბიჭის დედაა,” - უპასუხა 30 წლის თიკო ლომიამ  ნეტგაზეთის კითხვას: ”წაიყვანდით თუ არა თქვენს შვილს ისეთ კვლევაზე, სადაც უფასოდ დაადგენდნენ, აქვს თუ არა თქვენს შვილს მიდრეკილება ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის ან სხვა მავნე ჩვევების მიმართ.”

ნეტგაზეთმა ქუჩაში 20 მშობელი გამოკითხა და კითხვის ფორმულირებისას ზუსტად ის სიტყვები გაიმეორა, რომლებითაც სოციალური რეკლამა იწყება.  20-დან  ყველა მშობელმა  გამოხატა მსგავსი კვლევის მიმართ ინტერესი და აღნიშნა, რომ, თუ მომავალში შანსი მიეცემოდა, შესაძლებელია ასეთ კვლევაზე შვილი წაეყვანა.

ერთი თვის განმავლობაში სულ 359 მშობელი გამოეხმაურა სოციალურ რეკლამას, რომელიც ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში  გადაიცემოდა და ასე იწყებოდა:

„პირველად საქართველოში, მშობლებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, გაარკვიონ, აქვთ თუ არა მათ შვილებს მიდრეკილება კრიმინალური ქცევების, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და სხვა მავნე ჩვევების მიმართ“.

პროგრამას, რომელიც სოციალური რეკლამის მიხედვით, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ანტინარკოტიკული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი ხელმძღვანელობს.

ტესტები კი  დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა შეადგინეს.

მსურველთა ნაწილი, ასაკობრივი შეუსაბამობის გამო, პროგრამაში არ ჩასვეს. კვლევაში საბოლოოდ  141  (მე-6 კლასიდან  მე-12 კლასის ჩათვლით) მოსწავლე და მათი მშობელი მოხვდა.

თეა გოგოტიშვილი ამბობს, რომ იმის დასადგენად, არის თუ არა მოზარდი ასოციალური, მათ შორის, ადიქტიური ქცევის მიმართ მიდრეკილი, მოზარდებს თავდაპირველად ფსიქოლოგიური ტესტირება ჩაუტარდათ, მათ მშობლებს კი - ჩაღრმავებული ინტერვიუ. ფსიქოლოგიური კვლევის შედეგად, რისკ–ჯგუფში 50 მოზარდი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ გამოუვლინდათ ადიქტური ჩვევების მიმართ მიდრეკილება.

პროგრამა უკვე დამთავრდა. რისკ-ჯგუფში აღმოჩენილ 50 მოზარდს კი ჩაუტარდა თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. თეა გოგოტიშვილის თქმით, ეს მიზნად ისახავს ფსიქოლოგიური გამოკითხვის შედეგების შედარებას თავის ტვინში არსებულ ცვლილებებთან, თუ ასეთი ცვლილებები საერთოდ აღმოაჩინეს.

თეა გოგოტიშვილის თქმით, კვლევის მონაცემები (რომლებიც ტესტებსა და ტომოგრაფიას ეფუძნებიან), გადაეგზავნებათ ჯერ ქართველ და შემდეგ საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებიც წარმოადგენენ ხედვას, რამდენად და როგორაა საჭირო ინტერვენცია.

თუმცა ქართველი ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ნეიროფსიქოლოგები და ნარკოლოგები, რომლებიც ნეტგაზეთთან საუბარში ამ პროგრამას,   მის მეთოდოლოგიას და მკურნალობის შემოთავაზებულ ფორმას აკრიტიკებენ, ამბობენ, რომ   მსოფლიოში  მსგავსი კვლევის შესახებ არაფერი სმენიათ,  არც  წაუკითხავთ.

თავად გოგოტიშვილი ამბობს, რომ მსგავსი ფსიქოლოგიური ტესტირება წარმატებით ჩატარდა რუსეთში, ყირგიზეთსა და უკრაინაში. მისი თქმით, მათი ტესტების ადაპტირება მოხდა. გოგოტიშვილი არ ასაჯაროვებს ტესტებს: ”ეს სამეცნიეროა, თქვენ მაინც ვერ გაიგებთ”.  ასევე ვერც გოგოტიშვილის დახმარებით მივაკვლიეთ სხვა მსგავს პოსტსაბჭოთა ქვეყნების კვლევის ტესტებს.

 ”ჩვენი მეთოდის ორიგინალობა იმაში მდგომარეობს, რომ დავამატეთ თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა” - აცხადებს გოგოტიშვილი - ”გვაინტერესებს, რამდენად არსებობს მიმართება ფსიქოლოგიურ და ნეიროფიზიოლოგიურ ფაქტორებს შორის”.

”სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ რამე მყარი კორელაცია ტვინში გამოვლენილ ცვლილებებსა და ქცევით აშლილობას შორის არ დგინდება”, - ამბობს გიორგი ჭეიშვილი. იგი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ამბულატორიული განყოფილების უფროსია და ფსიქიატრიაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს.  მას კომპიუტერული ტომოგრაფიის ასეულობით დასკვნა უნახავს, ტვინში ცვლილებების მქონე პაციენტებთან ჩაღრმავებული კლინიკური საუბრები ჩაუტარებია და, საბოლოოდ, მათზე  საექსპერტო  შეფასებებიც დაუწერია.

ჭეიშვილს მიაჩნია, რომ კვლევა შეიძლება საინტერესო იყოს აკადემიური თვალსაზრისით, მაგრამ კონკრეტული ბავშვის შემთხვევაში, ასეთი ჩარევა ბავშვის სასიკეთოდ არაფერს შეცვლის.

”ფსიქოლოგიური ტესტებით შეიძლება იმ წუთის ტენდენციაზე ლაპარაკი, მაგრამ არ შეიძლება მაღალი ალბათობით ილაპარაკო, თუნდაც ფსიქოლოგიური ტესტებითა და კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგების შეჯერებით, თუ რას იზამს ბავშვი პერსპექტივაში. ”

ტვინში მიმდინარე ცვლილებები და ადამიანის ქცევები ხშირად არ არის პირდაპირ კავშირში - მყარი კორელაციის დამადასტურებელ ფაქტებზე დაყრდნობილი კვლევები არ არსებობს.

არის შემთხვევები, როცა კონკრეტული ადამიანის თავის ტვინში მიმდინარეობს უმნიშვნელო ცვლილებები, ფსიქოლოგის გამოკითხვის შედეგად, შეიძლება ინტელექტუალურად ჩამორჩენილი ბავშვი იყოს სახეზე.

თავის ტვინში მიმდინარე ცვლილებებსა და ქცევებს შორის კავშირს გამორიცხავს ნარკოლოგი აკაკი გამყრელიძეც, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 40–წლიანი გამოცდილება აქვს.

”ტვინში უნდა მიმდინარეობდეს სპეციფიკური ცვლილება, რომელიც უნდა იწვევდეს ე.წ. ფსიქოპატიისმაგვარ ქცევას, ანუ დევიაციურ ქცევას. ჯერ–ჯერობით ასეთი მიზეზი თავის ტვინში ნანახი არ არის. ცნობილია, რომ თავის ქალის გარკვეული ტრავმები იძლევა ცვლილებებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ხასიათობრივი ცვლილებები, თუმცა ამას არ ჭირდება ფსიქოლოგიური კვლევა” - აღნიშნავს აკაკი გამყრელიძე.

”მე, საერთოდ, ძალიან ფრთხილად მოვეკიდებოდი განცხადებას იმის შესახებ, რომ ნახევარსაათიანი გამოკვლევით შეიძლება დადგინდეს,  აქვს თუ არა ბავშვს მიდრეკილება კრიმინალური აქტივობისადმი”, - ამბობს ნეიოროფსიქოლოგი მანანა გაბაშვილი. - „თეა გოგოტიშვილი ჩემი სტუდენტი იყო, ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი. მე ის ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ. ამიტომაც, ალბათ, განსაკუთრებით შემაშფოთა ამ „რეკლამამ.“

ნარკომანიის პრევენციის საერთაშორისო გამოცდილებაზე და კვლევების მეთოდოლოგიაზე საუბრობს ფსიქიატრი მარინა გეგელაშვილიც.

”ცალსახა კორელაციის აღმოჩენა, მხოლოდ ფსიქოლოგიური ტესტებისა და ნეიროვიზუალიზაციის მეშვეობით მიღებული შედეგების დაყრდნობით, არ შეიძლება.  ადიქტური მიდრეკილებები შესაძლებელია ნეიროვიზუალიზაციის შედეგად არ გამოვლინდეს”, - აღნიშნავს გეგელაშვილი.

მისივე თქმით, ქცევითი გადახრების (მათ შორის, ადიქტური) განვითარებაში მონაწილეობენ ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური ფაქტორები. გარდა ამისა, ნერვული სისტემა, ფსიქოლოგიური პროცესები და სოციალური სტიმულები მუდმივ ურთიერთქმედებაში იმყოფებიან ერთმანეთთან. დღესდღეობით კვლევები ცხადყოფენ, რომ ქცევითი დარღვევები გამოწვეულია გენეტიკური და გარემო ფაქტორების რთული ურთიერთქმედების ფონზე.

არსებობს სხვადასხვა ჰიპოთეზები, რომელთა გადამოწმება მოითხოვს მრავალპლანიანი რთული კვლევების ჩატარებას.

”აუცილებელია სერიოზული მეთოდოლოგიური ბაზა იმისათვის, რომ მოხდეს ასეთი კვლევების დაგეგმვა და მათი შედეგების სწორი ინტერპრეტირება, რაც საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს”,- აღნიშნავს გეგელაშვილი. - ”უნდა გავითვალისწინოთ „არ ავნოს“ პრინციპი და თავიდან ავიცილოთ მასტიგმატიზირებელი დამოკიდებულება უფროსების მხრიდან”.

სწორედ სტიგმატიზაციის საფრთხეს ხედავენ კვლევის ამ მეთოდოლოგიაში სპეციალისტები, გარდა იმისა, რომ, მათი განმარტებებიდან გამომდინარე, ამ მეთოდით შეუძლებელია ნარკომანიის პრევენცია.  

ნარკოლოგ გამყრელიძისთვის  მიუღებელია  პროცედურის ისეთი ფორმა, როგორიც  რისკ-ჯგუფში მოხვედრილმა 50 მოზარდმა გაიარა.  მათ შორისაა თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, რომელიც მინიმუმ, 5-6 წუთს  გრძელდება.

”არ მიმაჩნია, რომ ამ ასაკში საერთოდ საჭიროა ბავშვების მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, თუ არაა სახეზე რამე პათოლოგია, რომლის მკურნალობა შესაძლებელია. წარმოიდგინეთ, რომ მოგათავსეს დახურულ სივრცეში და გარკვეული დროის განმავლობაში წევხართ გაუნძრევლად. ადამიანი, ვისაც იკვლევენ, ამაში არ მონაწილეობს, გაუნძრევლად წევს. ესეც  გარკვეული სტიგმაა ბავშვისთვის, რომელსაც უჩნდება განცდა, რომ ის გამოარჩიეს. კიდევაც რომ ვუმტკიცოთ ბავშვს მოგვიანებით, რომ მისთვის ეს საჭირო არ იყო, იმ 5 წუთის განმავლობაში მისი აზრები და  ფიქრები აიძულებს მას, შეშფოთდეს თავის ჯანმრთელობაზე,” - ამბობს გამყრელიძე.

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი, რომელსაც ნარკომანიის პრევენციის სფეროში მუშაობის თითქმის 20–წლიანი გამოცდილება აქვს და წიგნიც დაწერა სათაურით ”ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენცია,” ამბობს, რომ რისკ–ჯგუფში მოხვედრილი 50 მოზარდი თვითსტიგმატიზაციის საფრთხის წინაშე დადგა.

”ამდენ ბავშვს სტიგმა უნდა გაუჩნდეს, რომ არის მომავალი ნარკომანი. საშიში ისაა, რომ სტიგმა უჩნდება ოჯახსაც”, - ამბობს ჯავახიშვილი - „მონაწილეების სახელები საზოგადოებისთვის ანონიმური რომც იყოს, ეს არ გამორიცხავს თვითსტიგმატიზაციის საფრთხეს, რაც ძალიან მტკივნეულია ზრდასრული ადამიანისთვის, ხოლო მოზარდობის ასაკში განსაკუთრებით დამაზიანებელი შეიძლება იყოს”.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, თვითსტიგმატიზაცია ამცირებს თვითშეფასებას, ადამიანებს უბიძგებს მიჩქმალონ თავიანთი იდენტობა და ჩვეულებრივ სოციალურ ცხოვრებას ჩამოშორდნენ.

”ჯერ ერთი, როდესაც ვირჩევთ ამ 141 ადამიანს, ამით ისინი გამოვყავით იმ კონკრეტული ჯგუფიდან, რომელშიც ეს ადამიანები მოღვაწეობენ. დავადეთ დაღი, რომ მხოლოდ ესენი გამოვიკვლიეთ. უფრო დიდი დაღი დავადეთ იმ 50 კაცს, ვინც რისკ-ჯგუფში აღმოჩნდა. შეიძლება ახალგაზრდა ისე დავაზიანოთ და დავაკომპლექსოთ, რომ თვით ამან გამოიწვიოს მასში დევიაციური ქცევები”, - ამბობს ნარკოლოგ-ფსიქიატრი აკაკი გამყრელიძე,  რომელსაც წიგნიც აქვს გამოცემული სათაურით – ”რა უნდა ვიცოდეთ ნარკოტიკების შესახებ”.

თეა გოგოტიშვილი ამბობს, რომ სექტემბერში შედგება სპეციალური საქველმოქმედო ფსიქოთერაპიული ჯგუფები, სადაც რისკ-ჯგუფის წარმომადგენელი მოზარდები გაივლიან ფსიქო-კორექციას.

რეკლამაში საუბარია მედიკამენტური მკურნალობის შესაძლებლობაზე, თუმცა ნეტგაზეთთან საუბარში თეა გოგოტიშვილი ამას გამორიცხავს. მისი თქმით, ”მკურნალობა ფსიქო-კორექციის ფარგლებში განხორციელდება, ხოლო მშობლებს  ჩაუტარებათ ტრეინიგები”.

თუმცა სპეციალისტების თქმით, რეაბილიტაციის კურსი დასჭირდებათ პროგრამაში მონაწილე მშობლებს და ბავშვებს.

ნატა ზაზაშვილი, ფონდ ”საფარის” ხელმძღვანელი, რომელსაც მშობლებთან მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ ასეთ კვლევაში შვილებს ე.წ. ზემზრუნველი მშობლები მიიყვანდნენ. მისი თქმით, ასეთ მშობელთან მუშაობას წლები შეიძლება დასჭირდეს, რომ შვილის მიმართ ზემზრუნველობას გადაეჩვიოს.  

”დარწმუნებული ვარ, კონსულტირება ან მოკლევადიანი ტრეინინგი  არ იქნება საკმარისი რეაბილიტაციისთვის, რომ არაფერი ვთქვათ სტიგმატიზაცის საფრთხეზე”.

”მე ჩემს შვილს არ მივაღებინებდი ამ კვლევაში მონაწილეობას ”, - აღნიშნავს გიორგი ჭეიშვილი, ფსიქიატრი 20–წლიანი გამოცდილებით, რომლისთვისაც ნეტგაზეტს ამის შესახებ კითხვა არ დაუსვამს. ისევე, როგორც სტატიაში მოყვანილი სხვა სპეციალისტებისთვის, რომლებსაც პროგრამაზე კომენტირებისას თავიანთი შვილები ახსენდებათ.

 

კომენტარი

სათაური:
guka
ვისგან:
შიგთავსი:
თეამაც მშვენივრად იცის რა სისულელეს აკეთებს და ისიც, რომ ფსევდო- ფსიქოთერაპეევტია. საპატრირქოს სახელის გამოყენების არ რცხვენია და ხალხის შერცხვება?
სათაური:
Tamuna
ვისგან:
შიგთავსი:
კომენტარის სახით და ლაკონურად რთულია შეფასედეს ამ კვლევის ყველა მოსალოდნელი შედეგი, მაგრამ აუცილებლად მიმაჩნია 2 მნიშვნელოვანი საკითხის გამოკვეთა, რაც უფრო მეტად კვლევის ნეგატიურ მხარეზე აკეთებს აქცენტს: პირველ რიგში კარგი იქნება, რომ მსგავს თემაზე საუბრის დროს გავიხსენოთ: სიტყვა "ფსიქო-კორექცია " დიდი ხანია აღარ გამოიყენება ფსიქოლოგიაში, რამდენადაც არაეთიკურია თავისი ფორმითა და შინაარსით. და მეორე საკითხი, რაც ასევე უმთავრესია: გარდატეხის ასაკში ყველა მოზარდის განვითარება ძალზედ სპეციფიკურია, რასაც განაპირობებს ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ფაქტორები, ასევე სოციალური და პიროვნული თვითდამკვიდრების სურვილის განმაპირობებელი ხშირად ხდება "სოციალურად მიუღებელი ქცევები", მოზარდი ხშრად სჩადის ისეთ საქციელს, რითაც სურს დაამტკიცოს დამოუკიდებლობა და "დიდობა". შედეგად თუ ჩვენ მოზარდს ვეტყვით, რომ ის მიდრეკილია კრიმინალური ქცევის ან მავნე ნივთიერებების მოხმარებისკენ, აპრიორი მისგან ვქმნით და ვაყალიბებთ ასეთ პიროვნებას. ჩვენ რომ მისთვის მასეთი "დიაგნოზი" არ დაგვესვა, კაცმა არ იცის მისი ცხოვრება, როგორ წარიმართებოდა. ამიტომ სტიგმის დანერგვა თავის თავში მოიაზრებს უკვე იმ იარლიყს, რომელიც ქცევის განმაპირობებელი იქნება. ანუ "ამგვარი კვლევის შედეგად დადებული დიაგნოზი", პირიქით გაზრდის მოზარდებში ასოციალური ქცევების განვითარებას. სამწუხაროდ, ძნელია მოიძებნოს სტანდარტიზირებული და საიმედო ამგვარი ტესტები.
სათაური:
tornike
ვისგან:
შიგთავსი:
kartvelebis adgili okros miliardshi arais datovebuli,kvelam unda gaigos es da mixvdebit ratom da ristvis ezeben kvela gzas ritic sheuzliat pizikurad da aseve morakurad da sulierad gagvanadguron.mshoblebis valia gadavarchinot chveni shvilebi da ara xeli sheuckot am kartveltklapiebs .....
სათაური:
ცირა გვასალია
ვისგან:
შიგთავსი:
სტატია რეკლამაზე ადრე ვერ გამოქვეყნდებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მანამდე ჩვენ არ ვიცოდით/ვერ გვეცოდინებოდა მისი არსებობის შესახებ.
სათაური:
ნატო
ვისგან:
შიგთავსი:
კარგი იქნებოდა, ეს საგაზეთო სტატია თავისი კომენტარებიანად ცოტა უფრო ადრე გამოქვეყნებულიყო და იმავე გზით გავრცელებულიყო, რომლითაც ამ კვლევის რეკლამა გავრცელდა. როდესაც რეკლამა იუწყება, რომ კვლევებს საპარტიარქო აფინანსებს, მშობლების უდიდესი უმრავლესობა ამ მეთოდოლგიას უკრიტიკოდ იღებს...
სათაური:
მკითხველი
ვისგან:
შიგთავსი:
ჰმ! ძალიან ვნერვიულობ და განვიცდი :(
სათაური:
D.
ვისგან:
შიგთავსი:
ჩემი 13 წლის ბიჭი და მისი მთელი კლასი, სკოლიდან წაიყვანეს ექსკურსიაზე შინაგან საქმეთა სამინისროში. მათ გააცნეს სამინისტროს მუშაობა და პრინციპები. ექსკურსიის დასარულს აჩუქეს მაისურები წარწერით "მე არ ვკაიფობ". სახლსი დაბრუნებულმა ბავშვმა მშობლებს გვკითხა "რა არის კაიფი?" << არ ვიცოდით რა გვეპასუხა, და მემგონი ეს საჩუქარი, ზედმეტი იყო შსს სამინისტროს მხრიდან.
სათაური:
ცირა გვასალია
ვისგან:
შიგთავსი:
Frans Douw, prison Governor in Holland at the Free Univiersity of Amsterdam: ”Internationally one can not find any trace of scientific prove that MRI-scan 's can predict any futur criminal and/or addictional behaviour..."
სათაური:
ცირა გვასალია
ვისგან:
შიგთავსი:
ბატონო ლევან, დიდი მადლობა თქვენი კომენტარისთვის!
სათაური:
ლევან ზარდალიშვილი
ვისგან:
შიგთავსი:
გამარჯობათ ქალბატონებო და ბატონებო, 15 წელია მაქვს საკუთარი ფსიქოთერაპიული პრაქტიკა პრაღაში. 2 წელი ვიმუშავე მოსკოვში. მანამდე 8 წელი ვმუშაობდი ჯერ თბილისში ქალაქის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და შემდეგ ფსიქიატრიის ინსტიტუტში. ჩემთვის უცნობია ისეთი მეთოდის არსებობა, რომელიც დაადგენს მიდრეკილია, თუ არა ბავშვი ნარკომანიისა და ასოციალური ქცევისადმი. თუ ასეთი მეთოდი არსებობს, მაგრამ მეც და ჩემს კოლეგებსაც (როგორც ჩეხეთში, ასევე საქართველოში)გამოგვეპარა, მაშინ იქნებ პროექტის ავტორებმა მიგვითითონ ის სამეცნიერო წყაროები, სადაც საშუალება გვექნება გავეცნოთ იმ საოცარ აღმოჩენას, რომლის ავტორსაც ეს ურთულესი პრობლემა ასე უჩუმრად გადაუჭრია. ნებიმიერი პრაქტიკოსი ფსიქოლოგი დაგიდასტურებთ, რომ აპრობირებული ტესტებიც კი, უმეტეს წილად, ვერ იძლევიან სანდო ინფორმაციას და ფსიქოთერაპევტი მათ, მხოლოდ ინფორმაციის დამხმარე წყაროდ იყენებს. კვლევის ისეთი მეთოდის შემუშავებას, რომელსაც პროექტის ავტორები უწევენ რეკლამას, ხანგრძლივი და სერიოზული კვლევა სჭირდება. თუ ასეთი კვლევა ჩატარებულია, მაშინ რატომ არ გამოქვეყნებულა არც-ერთი სამეცნიერო სტატია, კვბლევის შედეგები და ა.შ. ხოლო, თუ ასეთი კვლევა არ ჩატარებულა, მაშინ რის საფუძველზე იღებენ პროექის ავტორები ასეთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე? რაც შეეხება გაგება-არ გაგების საკითხს, მე დარწმუნებული ვარ, რომ პროექტის ავტორების გარდა საქართველოში ბევრია ისეთი დონის პროფესიონალი, რომელიც ამ ტესტების სამეცნიერო ღირებულებას ყოველგვარი პრობლემის გარეშე ჩასწვდება. და ბოლოს, სამწუხაროდ უკრაინასა და ყირგიზეთზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ ორი წელი მოსკოვში ვმუშაობდი და აქტიურა ვეცნობი იმ სამეცნიერო ლიტერატურას, რომელიც რუსეთში იბეჭდება. ასეთი მეთოდის შესახებ მე ჯერ არაფერი წამიკითხავს, თუმცა რამოდენიმეჯერ წავაწყდი სტატიას ინტერნეტზე იმის შესახებ, რომ რუსეთში მომრავლდნენ ფირმები, რომლებიც მშობლებს სთავაზობენ ტესტირების საშუალებით დაადგინონ, თუ რა პროფესია უნდა აირჩიონ მათმა შვილებმა და ემუქრებათ, თუ არა მომავალში გალოთების საშიშროება. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ის ტესტები არ არის, რომელთა ადაფტაციაც პროექტის ავტორებმა მოახდინეს. მადლობთ ყურადღებისათვის
სათაური:
მკითხველი
ვისგან:
შიგთავსი:
ძალიან საინტერესო იქნებოდა თვით ქალბატონ თეას კომენტარი
სათაური:
aaa
ვისგან:
შიგთავსი:
ეს კრიმინალია და ამის გამკეთებელ-დამფინანსებლები უნდა დაისაჯონ! ვინ მისცა ადამიანებზე ასეთი ექსპერიმენტის ჩატარებსი უფლება? "მსგავსი ფსიქოლოგიური ტესტირება წარმატებით ჩატარდა რუსეთში, ყირგიზეთსა და უკრაინაში." აბა, ნორმალურ ქვეყნებში კი არ ჩატერდებოდა. მოკლედ, ეს არაა სახუმარო საქმე.
სათაური:
ცირა გვასალია
ვისგან:
შიგთავსი:
Kowa-ს პასუხად: ასოციალურ მიდრეკილებებში ქალბატონმა თეამ სწორედ ის ჩვევები გააერთიანა, რაც თქვენ ჩამოთვალეთ: ნარკომანია, ალკოჰოლიზმი და სხვა. კომპიუტერულ ტომოგრაფია კი, მისი თქმით, იმიტომ ჩატარდა, რომ ტვინში მიმდინარე ცვლილებებსა და ამ მიდრეკილებებს შორის კავშირი დადგინდეს,(თუ ტვინში არსებობს ცვლილებები). ესაა მათი ჰიპოთეზი. სხვა მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი კორელაცია მსოფლიოში ჯერ არ მომხდარა, ახლა იგივე დამიდასტურა ფრანს დოუვმა, მეცნიერმა, რომელსაც ამ სფეროში მოღვაწეობის გამოცდილება აქვს. მის უფრო დიდ კომენტარს მალე შემოგთავაზებთ, როგორც კი სრულ პასუხს მოგვწერენ
სათაური:
kowa
ვისგან:
შიგთავსი:
რამდენად მიდრეკილია ბავშვი კრიმინალის,ნარკომანიის,ალკოჰოლიზმისადმი ამის დადგენის მეთოდოლოგია არ არსებობს.შეიძლება გამოვიკვლიოთ რამდენად მიდრეკილია ბავშვი ასოციალური ქცევებისკენ.რასაც არ სჭირდება კომპიუტერული ტომოგრაფია.ეს ფაქტი შეიძლება შეფასდეს,როგორც ბავსვებზე ძალადობა.
სათაური:
ცირა გვასალია
ვისგან:
შიგთავსი:
SOS: რაც შეეხება დაფინანსებას,ტესტების ადაპტირება დიმიტრი უზნაძის სახელობის მეცნიერ-თანამშრომლებმა აწარმოეს ”სამეცნიერო ენთუზიაზმით,” როგორც ქალბატონი თეა გოგოტიშვილი ამბობს, ანუ უფასოდ. რაც შეეხება თავის ტვინის ტომოგრაფიას, ის ”ავერსმა” დააფინანსა,რაც დაახლოებით 700 ლარი ჯდება ერთ ადამიანზე
სათაური:
temo
ვისგან:
შიგთავსი:
gamkvirvebia rom qalbaton gogotishvils erovnulma samecniero fondma ar daufinansa es "proeqti". sesf-i xom ziritadad aset abdaubdebs afinansebs da seriozuli avtorebis proeqtebis ganxorcielebas mizansheucinlad miichnevs.
სათაური:
nodari
ვისგან:
შიგთავსი:
am eqsperimentshi yvelaze metad is mashfotebs,rom turme es yvelaferi patriarqis kurtxevit xdeba,kargi iqneba tu sapatriarqo tavis pozicias daafiqsirebs,es aucilebelia, radgan xalxi shecdomashi ar shevides da isedac dazianebuli fsiqika ufro metad ar dauzianon mozard taubas,me piradad mimachnia,rom chveni piradi magaliti,chveni shedzlebisdagvarad normaluri qceva,chveni siyvaruli da gvedshi dgoma ufro daexmareba chvens shvilebs vidre es rbilad rom vtqvat saechvo eqsperimenti.
სათაური:
dato
ვისგან:
შიგთავსი:
გოგოტიშვილისა და კომპანიის "მეცნიერული" კვლევა იმდენად შემზარავი ბოდვაა, რომ სერიოზულად კომენტარს ამ თემაზე ვერც გააკეთებს ადამიანი... თუმცა, შემაშფოთებელი ნამდვილადაა, ემანდ, ვინმემ მართლა არ დაიჯეროს ეს სისულელე. ისე, გოგოტიშვილს სტენლი კუბრიკის "მექანიკური ფორთოხალი" არ ანახოთ, იმედი გაუცრუვდება :) მთლად უარესი, თუ ლინდსი ანდერსონის "ლაქი მენს" ნახავს, მანდ შეიძლება გულმა უმტყუნოს :) მონდომებულ და მზრუნველ მშობლებს კი ვურჩევდი, ბავშვებისთვის მეტი დრო დაეთმოთ, ეს უფრო შველის საქმეს, ვიდრე გოგოტიშვილის ჯადო–შელოცვები, რომელსაც მეცნიერებად ასაღებს.
სათაური:
kartveluri enebi
ვისგან:
შიგთავსი:
"თავად გოგოტიშვილი ამბობს, რომ მსგავსი ფსიქოლოგიური ტესტირება წარმატებით ჩატარდა რუსეთში, ყირგიზეთსა და უკრაინაში. მისი თქმით, მათი ტესტების ადაპტირება მოხდა. გოგოტიშვილი არ ასაჯაროვებს ტესტებს: ”ეს სამეცნიეროა, თქვენ მაინც ვერ გაიგებთ”." ამას რომ მკვლევარი იტყვის, მისი სამეცნიერო პოტენციალი უკვე გასაგებია, აქ კი გოგიტიშვილის ლექტორი საუბრობს: "”მე, საერთოდ, ძალიან ფრთხილად მოვეკიდებოდი განცხადებას იმის შესახებ, რომ ნახევარსაათიანი გამოკვლევით შეიძლება დადგინდეს, აქვს თუ არა ბავშვს მიდრეკილება კრიმინალური აქტივობისადმი”, - ამბობს ნეიოროფსიქოლოგი მანანა გაბაშვილი. - „თეა გოგოტიშვილი ჩემი სტუდენტი იყო, ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი. მე ის ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ. ამიტომაც, ალბათ, განსაკუთრებით შემაშფოთა ამ „რეკლამამ.“" ანუ გოგიტიშვილი ახალგაზრდა ფსიქოლოგია, რომელმაც სხვა ფონდებში ბედის ცდისა და იმედის გაცრუების ნაცვლად არაჩვეულებრივად ჭკვიანური გზა მონახა, მიემართა საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდისათვის. გასაგებია, რომ კერძო ფონდებს ვინმეს დაფინანსებას ვერ აუკრძალავ. ფული მათია და ვისაც უნდათ, იმას არგუნებენ, სხვა საკითხია, გამოუცდელი და საერთაშორისო კვლევებში ვერჩახედული გაქნილი "მკვლევარის" საცდელ ობიექტებად რად უნდა იქცნენ ახალგაზრდები. მხოლოდ იმიტომ, რომ პროექტის ავტორმა ჭკუა იხმარა და საპატრიარქო ამოიყენა უკან? ენდეთ თქვენს შვილებს, ვიღაც მედროვე მკვლევარის ამბიციების გამო ნუ შეიტანთ ეჭვს მათში. იცით რაიმე გოგიტიშვილის კვლევების და პუბლიკაციების შესახებ? მეცნიერის კვლევა მის გამოქვეყნებულ ნაშრომებში აისახება. დადეთ მისი საერთაშორისო პუბლიკაციების სია, ოღონდ რუსული ჟურნალები არ იყოს. დადეთ უცხოური, ფსიქოლოგიის დარგში ცნობილი, ორმაგად რეფერირებადი ჟურნალების სია, სადაც მას რაიმე გამოუცია. კარგად წაიკითხეთ სპეციალისტების კომენტარები. ალბათ არცერთ საერთაშორისო ფონდში არ გაბრიყვდებოდნენ მეთოდოლოგიურად ასეთი გაუმართავი და ეთიკური ნორმების დარღვევით "აგებული" პროექტის დაფინანსებაზე.
სათაური:
SOS
ვისგან:
შიგთავსი:
http://educate-yourself.org/mc/ http://educate-yourself.org/mc/casboltagent1chap.shtml
სათაური:
SOS
ვისგან:
შიგთავსი:
საინტერესოა, საიდან მოდის ასეთი კვლევების იდეა და ვინ აფინანსებს ამ პროგრამებს? ასევე საინტერესოა, ნამდვილად სხვა და სხვა მანკიერებებისადმი მიდრეკილებებს იკვლევენ(თუ საერთოდ შესაძლებელია ამის გარკვევა და დადგენა), თუ ეძებენ მოზარდებს, რომელთა მანიპულირება არის იოლი? ასეთი კვლევები დიდი ხანია არსებობს ამერიკაში, ინგლისში და სხაგან. შესაძლებელია, გრანტებძე დახარბებულმა გოგოტიშვილმა და სხვებმა, არც კი იციან სინამდვილეში რა ექსპერიმენტის ნაწილი არიან. საინტერესო ლინკებია და წაიკითხეთ: http://educate-yourself.org/mc/ http://educate-yourself.org/mc/casboltagent1chap.shtml
სათაური:
soso
ვისგან:
შიგთავსი:
cotaxanshi geebis gamosakvlev test chamoitanen da dagvarcmuneben rom kvekanashi kvela meore geia da aucilebelia rom paradi chautaroto
სათაური:
eka
ვისგან:
შიგთავსი:
sainteresoa, fsikologebis es jgufi uvicebisgan shedgeba tu matyuarebisgan? tavad mkvlevarebis "midrekilebebi" ki namdvilad sakitxavia. da am videochanawershi mosaubre isterichka, fsevdomzrunvel mshoblebs vurchevdi daanebon bavshvebs tavi, da es ikneba yvelaze kargi prevencia deviaciuri qcevisagan.
სათაური:
soso
ვისგან:
შიგთავსი:
kvelapers patriarks nu abralebt,eg chveulebrivi momdevno etapia,sorosis,motxovnebshi rom rogorc amerikashi kvela meore bavshvi ragac periodi daakmakopilon biujetidan antidepresantebit da mere mteli darchenili cxovreba camlis pulze amushaon. patriarkma ra undaknas? kvelas abia sakutari tavi da unda gaanzrios.
სათაური:
lela
ვისგან:
შიგთავსი:
უბედურების ტავიდათავი არის ის, რომ თეას ტავი ფსიქოლოგ-ფსიქიატრი ჰგონია და აქედან მოდის ის უბედურება, რომ მას ბავშვები ვირთხები (ბოდიში ბავშვებთან!) ჰგონის
სათაური:
is
ვისგან:
შიგთავსი:
აბა ამ ქერა --- ხელი მოისვას, მაგას თავი ფროიდი ხომ არ გონია? მოდერატორი: გთხოვთ, თავი შეიკავეთ შეურაცმჰყოფელი გამოთქმებისგან
სათაური:
ნან
ვისგან:
შიგთავსი:
არიან მშობლები, რომლებიც ცელქ ბავშვებს დამამშვიდებლებს ასმევენ. მშობელი რომელიც თანახმაა ასეთი ექსპერიმენტი ჩაუტარონ მის შვილს, თავადაა სამკურნალო. კარგი და დაადგინეს რომ მიდრეკილია კრიმინალისკენ (ეს დადგენის ამბები რომ ძალიან საეჭვოა ეგ სხვა საკითხია კიდე), რას უპირებენ მერე? ფსიქო კორექცია სჭირდებათ მშობლებს. მოინდომეს ეხლა „მექანიკური ფორთოხალი.“
სათაური:
ni
ვისგან:
შიგთავსი:
ამ თეო გოგოტიშვილს, ეს ბავშვები ვირთხები ხომ არ გონია, ყველანაირი ექსპერიმეტი რომ ჩაუტაროოს, ეს ნამდვილად უპასუხისმდეგლობაა და საპარტიარქო რატო უწყობს ამ ყველაფერს ხელს? !!!!!
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
2012-02-02

გადასახადი წიგნების ქსეროასლებისთვის

"თუ გადასახადის გადახდა ნებისმიერი სახის ლიტერატურის გადაქსეროქსებისთვის მოგვიწევს, საბოლოო ჯამში, საკმაოდ დიდი თანხა გამოვა და არ არის გამორიცხული, ქსეროქსი გაძვირდეს”.

2012-02-01 | მედია 

ახალ მედიაგაერთიანებაში 32 მედიაორგანიზაცია გაწევრიანდა

„უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა, ერთმანეთის დაცვა და ერთად დგომა იქ, სადაც მედიას უჭირს,“-ეს სიტყვები  მამუკა ღლონტმა ახალი მედიაგაერთიანების მთვარ მიზნად განსაზღვრა.

წინა | შემდეგი