"რაც შეეხება ივანიშვილის გარშემო მყოფ პარტიებს, მათ ჯერ კიდევ ნათლად უნდა დაანახონ ქართულ საზოგადოებას, რომ ისინი რეალურად მებრძოლი ძალა არიან, რომ ისინი აპირებენ ბრძოლას ხელისუფლების შესაცვლელად და არა – მათ ჩანაცვლებას", – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
“რესპუბლიკური პარტიის” წევრის, დავით ბერძენიშვილის შეფასებით, ობამას შეხვედრა სააკაშვილთან, ერთი მხრივ, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო ობამასთვის არშემდგარი დემოკრატიული ქვეყანაა და მეორე მხრივ, იმ ფაქტზე, რომ ობამას საქართველოზე, როგორც შესაძლო დემოკრატიულ ქვეყანაზე, ხელი ჩაქნეული არ აქვს.
პოლიტოლოგი გია ნოდია დადებითად აფასებს ობამა–სააკაშვილის შეხვედრას, თუმცა ობამას მოწოდებაში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ახალს ვერაფერს ხედავს.
კომენტარი