კომენტარი

ქეთი ხუციშვილი: გაზსადენის შესაძლო გასხვისება შემაშფოთებელია

”შემაშფოთებელია ის, რომ  მილსადენის გასხვისება შეიძლება მოხდეს მალე და შემაშოთებელია ის, რომ არ ვიცით, როგორ მოხდება ეს” - განაცხადა ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა. ფონდის ორგანიზებით, მაგისტრალურ გაზსადენზე დისკუსია დღეს სასტუმრო ”თბილისი მერიოტში” გაიმართა.

ქეთი ხუციშვილი:  შემაშფოთებელია ის, რომ  მილსადენის გასხვისება შეიძლება მოხდეს მალე და შემაშოთებელია ის, რომ არ ვიცით, როგორ მოხდება ეს - იქნება თუ არა ეს გამჭვირვალე და გავიგებთ თუ არა, პოტენციური  რისკების ფონზე, თუ ვინ შეიძლება შეიძინოს ეს. საუბარი დღეს იყო კრიტიკული, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ერთიან დასკვნამდე მივედით.

ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, აუცილებლად დამატებით  გავავრცელებთ მოწოდებას და თუკი კანონპროექტს მიიღებენ,  მაშინ შესაძლოა მივმართოთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ რამე დამცავი მექანიზმი მაინც იქნას შემუშავებული.

კონკრეტული რისკი გაზსადენის გასხვისებაში არის ის, რომ  ამას შეიძენს ”გაზპრომი”-ერთადერთი დაინტერესებული მოთამაშე.   ცნობილია, რომ ”გაზპრომს” არა აქვს მხოლოდ ეკონომიკური ინტერესები- მისი გაცხადებული კონცეფცია არის ის, რომ მან უნდა იმუშაოს რუსეთის ხელისუფლების ინტერესზე. მისი შემადგენლობაც ამის ნიშანია.

საერთოდ, უნდა იყოს ფიქრი დამცავი მექანზმის შემუშავებაზე. ჩვენ არ ვართ პრივატიზაციის წინააღმდეგი. შესაძლოა ცალკე შემუშავდეს მთელი პაკეტი დამცავი კანონმდებლობისა, თუკი ასეთი მნიშვნელობის ობიექტები იყიდება,  რათა სახელმწიფომ არ დაკარგოს საკონტროლო პაკეტი. ან შეიძლება იყოს სხვა მექანიზმი, მაგალითად, დივერსიფიცირება.

კომენტარი

სათაური:
dato
ვისგან:
შიგთავსი:
ჯერ დაასაბუთონ რა აუცილებლობაა მისი გაყიდვის. პოლიტიკური? ეკონომიკური? სხვა?
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

დავით ბერძენიშვილი: საქართველო ობამასთვის არშემდგარი დემოკრატიული ქვეყანაა

“რესპუბლიკური პარტიის” წევრის, დავით ბერძენიშვილის შეფასებით, ობამას შეხვედრა სააკაშვილთან, ერთი მხრივ, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო ობამასთვის არშემდგარი დემოკრატიული ქვეყანაა და მეორე მხრივ, იმ ფაქტზე, რომ ობამას საქართველოზე, როგორც შესაძლო დემოკრატიულ ქვეყანაზე, ხელი ჩაქნეული არ აქვს.

გია ნოდია: პრეზიდენტების შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო კონკრეტული მიღწევიდან გამომდინარე

პოლიტოლოგი გია ნოდია დადებითად აფასებს ობამა–სააკაშვილის შეხვედრას, თუმცა ობამას მოწოდებაში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ახალს ვერაფერს ხედავს.

წინა | შემდეგი
2012-02-07

ვარცხნილობა, წითელი ბარათები და ვარდისფერი მაისურები

ასე 20, მეტი თუ ნაკლები, წლის წინ ჩვენს სოფელში მეხივით გავარდა ამბავი... 14 წლის ბავშვმა თავი ჩამოიხრჩოო. იმ დღეს მისი ბებია სახლიდან სადღაც გავიდა, რომ დაბრუნდა, ბიჭი ხეზე  ჩემოკიდებული იპოვნაო. გვიანი იყო შველა.


შოკიდან გაურკვევლობამდე

როგორც მოსალოდნელი იყო, ობამა-სააკაშვილის შეხვედრაზე არ გაკეთებულა ისეთი მკაფიო განცხადებები, რომლებიც  ქართული პოლიტიკის ბუნდოვან მომავალს ნათელს მოჰფენდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულმა დახურულმა შეხვედრამ კი მდგომარეობა კიდევ უფრო დამაინტრიგებელი გახადა.

2012-02-04 | ჯანდაცვა 

რატომ არ ნიშნავს კიბო სიკვდილს

რა არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ავთვისებიანი სიმსივნე ჩვენთან განუკურნებლად მიიჩნევა, რატომ ერიდება ხალხი "მისი სახელის ხსენებას"?

წინა | შემდეგი