ახალი ამბები

ბერნარ კუშნერი საქართველოს რუსეთთან დიალოგს ურჩევს

კონფლიქტში მყოფი ქვეყნების შერიგების საკუთარი მაგალითი წარმოუდგინა ბერნარ კუშნერმა ”ევროპის სახლში” შეკრებულ საზოგადოებას, თუ როგორ მეგობრობდა იგი ერთ-ერთ გერმანელ გენერალთან, გვარად კლაუსთან.


”მამაჩემი ვერ წარმოიდგენდა, რომ მე შემეძლო გერმანელთან მეგობრობა, მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნები ერთმანეთის მტრები იყვნენ."


ეს მაგალითი კუშნერმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესაძლო დარეგულირებას მიუძღვნა.


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი ”ევროპის სახლში” ნახევარი საათის დაგვიანებით მივიდა. 

ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ  საზოგადოებას ის საქართველოს საგარეო ურთიერთობებზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განახლების აუცილებლობას.


შეხვედრის დასაწყისში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზოგადი საუბრები ევროკავშირის შესახებ  ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის კითხვით ჩანაცვლდა: გაჩნდებოდა თუ არა ფრანგულ დოკუმეტაციაში სიტყვა ”ოკუპაცია”, რუსეთის მიერ საქართველოში 2008 წლის აგვისტოს განხორციელებული  ქმედების აღსანიშნავად. ამ კითხვას კუშნერმა ორივეჯერ თავი აარიდა და პასუხად ხაზი გაუსვა რუსეთთან დიალოგის დაწყების აუცილებლობას.


”ჩემი აზრით, საქართველომ პირდაპირ უნდა აწარმოოს დიალოგი რუსეთთან. თუმცა, საბოლოოდ,  ეს ქვეყნის გადასაწყვეტია”, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


მაგალითად მან რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობები მოიყვანა, როდესაც კატინის შემთხვევას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა მოჰყვა, მაგრამ შემდგომ ეს ურთიერთობა დარეგულირდა.


რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებას, კუშნერმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი თავის საქმეს გააგრძლებს.
”ჩვენ არ გადავდებთ ამ დოკუმენტს.  თუმცა, ორი წელი ძალიან ცოტაა - უნდა მოითმინოთ.”


კუშნერმა საქართველოს ევრიკავშირში შესაძლო გაერთიანება ეჭვის ქვეშ დააყენა, რადგან საქართველოში ჯერ კიდევ ირღვევა ადამიანის უფლებები და  ეკონომიკური საკითხებია დასარეგულირებელი.

”ისეთი ქვეყანა, სადაც ერთი ადამიანის უფლებაც კი ირღვევა, ვერ შევა ევროკავშირში”, - აღნიშნა კუშნერმა. ” მე არ მითქვამს, რომ თქვენ ევროკავშირში შეხვალთ. ევროკავშირი ისედაც დიდია - უკვე 27 წევრი ჰყავს და 34-მე მეტი წევრი ვერ ეყოლება. თუმცა,  მე მივესალმები თქვენს სწრაფვას მისკენ. მაგრამ გაქვთ მოვალეობებიც. მე, რა თქმა უნდა, გამხნევებთ.”


თუმცა კუშნერმა მახრდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროკავშირთან "ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან" დაკავშირებით.  


საქართველოსა და ევროკავშირს შორის ”ასოცირების შესახებ შეთანხმების” პირველი ოფიციალური მოლაპარაკება დღეს გაიმართება. დოკუმენტი ჩაანაცვლებს მანამდე არსებულ „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას’’.  ,,ასოცირების შესახებ ხელშეკრულება’’ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

კიწმარიშვილი ტელეკომპანია ”მაესტროში” შეიჭრა

დღეს დილიდან ტელეკომპანია მასტროში ეროსი კიწმარიშვილი დაახლოებით 15 ადამიანთან ერთად შევიდა, რომელთა ვინაობაც უცნობია- ეს ინფორმაცია გაზეთ ”ბათუმელების” ჟურნალისტს ეთერ თურაძეს ეკა აკობიამ მიაწოდა, რომელიც ტელეკომპანია ”მაესტროში” ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიმღები პირია.

2011-11-29 | პოლიტიკა 

სააკაშვილი: კავკასიის ყველა ქვეყნის ინტერესში შედის კავკასიის გაერთიანება

“ჩვენი კონცეფცია, რა თქმა უნდა, ეფუძნება ერთიანი კავკასიის კონცეფციას. ყველა ხალხის ინტერესებში შედის კავკასიის გაერთიენება, ერთიანი ეკონომიკური სივრცის და პერსპექტივაში ერთიანი პოლიტიკური თანამეგობრობის შექმნა,” – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში, პრეზიდენტის რეზიდენციაში, სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქსიანთან შეხვედრაზე.

2011-11-29 | პოლიტიკა 

სარქსიანი: მთავარი მიზანია სომეხი და ქართველი ერის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

“ჩვენი შეხვედრა იმის დადასტურებაა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი მეგობრული დამოკიდებულება და პატივისცემა საქართველოს მიმართ. წელს ჩვენი ურთიერთობები გააქტიურებულია,” - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკშვილთან შეხვედრაზე.

წინა | შემდეგი
2012-01-28

ივანიშვილის სამდივნო აქციის მონაწილეთა დაკავებას გმობს

"ასეთი ძალადობა სამართალდამცველების მხრიდან არაფრით არის გამართლებული და ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას - გამოხატვის თავისუფლებას", – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის სამდივნო აქვეყნებს.

2012-01-28

სასამართლოში აქციის დროს დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს დღეს, პარლამენტის წინ გამართული აქციის დროს დაკავებულთა პროცესი.

2012-01-28

აქციის დროს დაკავებულთა საქმეს დღესვე განიხილავს სასამართლო

პარლამენტის წინ გამართული აქციის დროს დაკავებული ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია სამართალდამცავებმა რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს.

წინა | შემდეგი