ახალი ამბები

ცხინვალი წყლის მიწოდებას წყვეტს

წყალი ბუნებრივი აირის სანაცვლოდ

გორის და კასპის რაიონის სოფლებს ცხინვალმა სარწყავი და სასმელი წყლის მიწოდება შეუწყვიტა. ათობით სოფელში მოსავალი ხმება. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. გვალვა დიდ პრობლემას უქმნის  კასპის რაიონის სოფელ ლამისყანას.  ლამისყანელები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და სოფელში ალტერნეტიული სარწყავი წყლის სისტემის შექმნას მოითხოვენ. მათი აზრით, საქართველოს ხელისუფლება მარტო საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების იმედად არ უნდა იყოს. 

კოკოითი, წყლის სანაცვლოდ, ახალგორისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ითხოვს, ქართული მხარე კი ამას იმ მოტივით არ აკეთებს, რომ გაზით  რუსული საოკუპაციო ჯარიც ისარგებლებს. რამდენიმე დღის წინ ცხინვალში გამართულ თათბირზე კოკოითიმ ქართული სოფლებისთვის სასმელი და სარწყავი წყლის გადაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.   

სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი კოკოითის და რუსულ საოკუპაციო ძალებს ჰუმანიტარული პრობლემების შექმნაში ადანაშაულებს, მისი აზრით, ვიდრე ამ რეგიონში რუსები იდგებიან, საფრთხეები მუდმივად მოსალოდნელი იქნება.

ლამისყანისგან განსხვავებით, სოფელ  ნიქოზში ხელისუფლებამ მდინარე ლიახვზე ალტერნატიული სარწყავი  სისტემა მოაწყო, მაგრამ ნიქოზის კაშხალიდან სარწყავი წყალი ყველა სოფლამდე მაინც ვერ აღწევს. გორის რაიონის სოფლები: დიცი, არბო , მერეთი, ზემო და ქვემო ხვითი მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსის კახა ტოლიაშვილის განცხადებით, სალთვისის სარწყავი არხის გადაკეტვამ არაერთი სოფელი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. მისი თქმით, გამოსავლის გზების ძიება საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მიმდინარეობს, რაც დამატებითი წყალსაქაჩების დამონტაჟებას ითვალისწინებს.   

კონფლიქტის ზონის სოფლებში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო საქართველოს პარლამენტშიც იმსჯელეს. პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით, დეპუტატები შოთა მალაშხია და ჯონდი ბაღათურია ვითარების ადგილზე შესასწავლად დღეს უწყლოდ დარჩენილ სოფლებში ჩავიდნენ.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

"თავისუფალი დემოკრატები" ფინანსურ დეკლარაციას აქვეყნებს

ირაკლი ალასანიას პარტიამ “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” წლიური ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც კონტროლის პალატას გადაუგზავნა.

მიხეილ სააკაშვილი გენერალ დევიდ პეტრეუსს შეხვდა

საქართველოს პირველი პირისა და გენერალ პეტრეუსის შეხვედრა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შტაბბინაში გაიმართა.

წინა | შემდეგი
2012-02-04

ენერგოომბუდსმენი: მოქალაქეებს შეუძლიათ ზედმეტად გადახდილი წყლის გადასახადის დაბრუნება

ენერგოომბუდსმენის თქმით, იმ აბონენტებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს ხარვეზის შესწორება და ელექტროენერგიის გათიშვის შიშით (კომუნალური გადასახადები ერთიანი ქვითრით იხდება) ზედმეტად დარიცხული წყლის გადასახადი გადაიხადეს, შეუძლიათ უკან დაიბრუნონ ზედმეტად გადახდილი თანხა, თუკი წარადგენენ შესაბამის ცნობას სამოქალაქო რეესტრიდან და წერილობითი განცხადებით მიმართავენ წყლის მიმწოდებელ კომპანიას.

ნინელი ჭანკვეტაძე: "ბევრ საერთოს ვხედავ ბატონ ბიძინასთან"

"მე ძალიან ბევრ საერთოს ვხედავ ბატონ ბიძინასთან იმიტომ, რომ ყველაზე მეტად რაც მხიბლავს, ის არის მართალი და ჩვენ სწორედ ეს სიმართლე გვაკლია", – განაცხადა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობმა, ნინელი ჭანკვეტაძემ დღეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

2012-02-04

პუტინის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციები მოსკოვში

დღეს, 4 თებერვალს, მოსკოვში ერთმანეთის პარალელურად ორი საპროტესტო აქცია გაიმართა: ოპოზიციის აქციაზე, სახელწოდებით "სამართლიანი არჩევნებისთვის", რუსული მედიის ცნობით, 100 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, თუმცა რუსეთის შსს–ს ინფორმაციით, ამ აქციაზე 23.5 ათასი ადამიანი მივიდა, პუტინის მხარდასაჭერად კი, ასევე, რუსეთის შსს–ს ცნობით, 90 ათასი ადამიანი გამოვიდა.

წინა | შემდეგი