კულტურა

ფოტოგამოფენა ”ძველი თბილისის იდენტობა და სული”

დღეს, 6 საათზე, თბილისის გოეთეს ინსტიტუტში გაიხსნება ფოტოგამოფენა ”ძველი თბილისის იდენტობა და სული”. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ონლაინ ფოტო კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრები.

ფოტოგამოფენა არის ნაწილი პროექტისა ”ურბანული მემკვიდრეობის შენარჩუნება: "ძველი თბილისის იდენტობა და სული”, რომელსაც ახორციელებენ ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ისტორიალი და ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი (ICOMOS საქართველო).

ორი თვის განმავლობაში კონკურსი სოციალურ ქსელ Facebook-ზე მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობის მიღება თბილისის კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებულ ყველა მსურველს შეეძლო.

ამავე პროექტის ფარგლებში ივნისის დასაწყისში თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მიზანი პროფესიონალებსა და ხელისუფლებას შორის ძველი თბილისის იდენტობისა და სულის შენარჩუნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დიალოგის გამართვა, ურბანული მემკვიდრეობის დაცვისა და ტრადიციული სივრცეებისთვის ახალი ფუნქციის მინიჭების სფეროში ევროპული გამოცდილების გაცნობა იყო.

გამოფენის გახსნაზე ფოტოკონკურსის გამარჯვებული ციფრული ფოტოაპარატით დაჯილდოვდება. ასევე დასახელდება იმ ექვსი სტუდენტის ვინაობა, რომლებმაც ბეთლემის მონაკვეთზე ახალი ნაგებობის შექმნის კონკურსში გაიმარჯვეს. ისინი ხუთდღიანი სასწავლო ტურით დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიასა და გერმანიაში გაემგზავრებიან.

მომავალში პროექტის მასალები წიგნად გამოიცემა. 

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
2011-10-31 | გამოფენა 

თავისუფალი ვარდნა -არტისტერიუმი IV

წლევანდელი არტისტერიუმის თემაა "თავისუფალი ვარდნა". არტისტერიუმი წელს მეოთხედ ტარდება.

2011-03-12 | გამოფენა 

,,Confeidian-ეკო-ქალაქი SWEKO-დან

საქართველოს  ეროვნულ მუზეუმში სამი პოლონელი ხელოვანის ნამუშვრების გამოფენა ,,Confeidian-ეკო-ქალაქი SWEKO-დან” გაიხსნება.

წინა | შემდეგი
2012-02-03

სულაკაურის გამომცემლობამ ახალი საბავშვო წიგნები გამოსცა

“ზოლემია”, “ლაშას და ლუკას თავგადასავალი”, “პატარა ობობას საათი”, “აი ია” და “მდინარე”, ეს იმ წიგნების ჩამონათვალია, რომლებიც ავტორებმა ბავშვებს დღეს თავად წაუკითხეს.

2012-02-02

კულტურის სამინისტრო აზუსტებს, რომ თურქეთთან სიტყვიერი შეთანხმება არ შეიცვლება

შეთანხმება შედგა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებისა და ახალციეში მეჩეთის რესტავრაციის შესახებ. დეტალები ცნობილი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გახდება.

2012-01-26

"სწრაფად წინ" - წიგნი გლობალური დათბობის შესახებ

წიგნი სახელწოდებით “სწრაფად წინ: ეთიკა და პოლიტიკა გლობალური დათბობის ეპოქაში” საერთაშორისო ბესტსელერია და არასამთავრობო ორგანიზაცია “რადარამის” მიერაა გამოცემული.

წინა | შემდეგი