2015.07.07

2015 წლის ბიუჯეტის კორექტირების ორი მიზეზი

ფული (photo: ) 2015 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები, რომლებიც მთავრობის შემდეგ პარლამენტის კომიტეტებმა განიხილეს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 5%-დან 2%-მდე დაწევასთან ერთად საგადასახადო შემოსავლების 200 მლნ ლარით შემცირებას ითვალისწინებს.   

სრულად კომენტარი
2015.07.07

ეროვნული ბანკი მთავრობას 2015 წლის ბიუჯეტში მიმდინარე ხარჯების შემცირებას ურჩევს

ეროვნული ბანკი (photo: )  ეროვნულმა ბანკმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და შესაბამისი დასკვნა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაუგზავნა.   

სრულად კომენტარი
2015.07.07

ქადაგიძე: საბერძნეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება სოციალურ პრობლემებს შექმნის

გიორგი ქადაგიძე (photo: ) ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის შეფასებით, საბერძნეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება საქართველოს მაკროეკონომიკისთვის არ არის მნიშვნელოვანი საკითხი, თუმცა ეს პრობლემა სოცილურ დატვირთვას შეიცავს.   

სრულად კომენტარი
2015.07.07

თბილისის მერიაში „მომავლის ქალაქის“ კონცეფცია განიხილეს

შეხვედრა თბილისის მერიაში (photo: ) თბილისის მერიაში უცხოელ სპეციალისტებთან ერთად „მომავლის ქალაქის“  კონცეფცია (Morgenstadt City) განიხილეს. პროექტთან დაკავშირებით თბილისში  ევროპის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის, „ფრაუნჰოფერის“ დელეგაცია იმყოფება.  

სრულად კომენტარი
2015.07.07

ღარიბაშვილი: მთავრობის მიზანია იმპორტი ადგილობრივმა წარმოებამ ჩაანაცვლოს

ირაკლი ღარიბაშვილი (photo: Beso Gulashvili)  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ ერთი წლის შედეგები შეაჯამა.  

სრულად კომენტარი
2015.07.07

პროგრამამ "აწარმოე საქართველოში" 5 ათასზე მეტი ადამიანი დაასაქმა

აწარმოე საქართველოში (photo: ) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში განხორციელებული პროექტების მიახლოებითი საინვესტიციო მოცულობა, ჯამში, 252 მილიონ ლარს აღემატება. ოფიციალური ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკების მიერ კერძო სექტორისთვის გაიცა 122 მილიონ  ლარამდე სესხი.    

სრულად კომენტარი
2015.07.06

ჩაშლილი პროექტების გამო ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტს 54,5 მილიონი ლარი აკლდება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო (photo: ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი ახალი პროექტით 54,5 მლნ ლარით მცირდება.   

სრულად კომენტარი
2015.07.06

ტყემალაძე: სავაჭრო ქსელში გენმოდიფიცირებული პროდუქტი არ არის, ან კანონი ირღვევა

გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე (photo: Picasa) პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის გნცხადებით, ირღვევა 1 ივლისიდან ძალაში შესული კანონი, რომლის თანახმადაც გენმოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტზე "გმ"–ის მითითება სავალდებულოა.   

სრულად კომენტარი
2015.07.03

ხელისუფლების მიერ ლობირებული სამშენებლო ბიზნესი

ბათუმის თანამედროვე არქიტეტურა. მანანა ქველიაშვილის ფოტო (photo: Picasa) აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის მერია დეველოპერებს სამშენებლო პროექტების სიმაღლის გაზრდაზე ნებართვას აძლევს. გარდა ამისა, სამთავრობო პროგრამა მათ უსახური საცხოვრებლების ათვისების სანაცვლოდ ბათუმის ფასიან ზონაში კოეფიციენტის გაზრდის ანუ სიმაღლის გადასახადისგან ათავისუფლებს. შარშან ამ გადასახადმა ბათუმის ბიუჯეტს მილიონზე მეტი ლარი შემატა. ვის ინტერესშია ინვესტორის ხეირის გაორმაგება ბიუჯეტის დაზარალების სანაცვლოდ და რა ნიშნით ირჩევს არჩილ ხაბაძე დეველოპერებს, როცა ზოგიერთს შუამდგომლობაზე თანხმდება, ზოგიერთს კი უარს ეუბნება.

სრულად კომენტარი
2015.07.03

საქსტატი: ივნისში წლიური ინფლაციის დონე 4,5%-მდე გაიზარდა

სამომხმარებლო კალათა (photo: ) "საქსტატის" ცნობით, ივნისში წლიური ინფლაციის დონე 4,5%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ივნისის თვის ინფლაციას, მაისთან შედარებით ფასების ზრდამ მხოლოდ 0,02% შეადგინა. საშუალო ინფლაციის დონე 2,9 %-ის ნიშნულზე დაფიქსირდა.  

სრულად კომენტარი