ტექნოლოგიები

სოციალური მედიის დღე საქართველოში

30 მაისს მსოფლიო ”სოციალური მედიის დღეს” აღნიშნავს. სოციალური მედიის 150-მდე მომხმარებელმა ეს დღე საქართველოშიც აღნიშნა. სოციალური მედიის დღე Mashable.com-ის ინიციატივით ეწყობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვებ-გვერდის მონაცემებით, 30 მაისს სოციალური მედიის დღე 92 ქვეყანაში 11 ათასზე მეტმა ადამიანმა იზეიმა. საქართველოში სოციალური მედიის დღე პირველად ჩატარდა.

შეხვედრა საღამოს 6 საათზე იყო დანიშნული. მთაწმინდის ამფითეატრში შეკრებილმა ადამიანებმა Mashable.com-ის დამფუძნებელ პეტ კაშმორის ვიდეომისალმება მოისმინეს.

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ექვსმა ბლოგერმა პრეზენტაციები წარადგინა შემდეგ თემებზე:

გოჩა გაბოძე - "ადრეული სოციალური ქსელები"

ლადო ლომიძე - "დაზოგე დრო, გამოიწერე RSS!"

გიორგი გიორგაშვილი - "კორპორატიული ბლოგინგი"

მარი ტალახაძე - "რატომ ტვიტერი?"

საბა ლეკვეიშვილი - "მედია ბანკის პრეზენტაცია"

დავით ჯიშკარიანი - "Social Media ROI"

 

სოციალური მედიის დღის აღნიშვნა 3 საათი გაგრძელდა.


დაბოღმილები და განბოღმილები

ამ ცხოვრებას რა ვუთხარი, თორემ ისეთ მონოსპექტაკლებს დგამს ერთი მაღალი... თანამდებობის პირი, ცოდვა არის ამგვარ ნიჭს მხოლოდ პოლიტიკაში რომ ანიავებდეს.


ქართულენოვანი ბლოგების მიმოხილვა

"Happy birthday, Jesus!"

ახალი წლის დადგომასთან ერთად „ნაბახუსე–week”-იც ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა, თუმცა ბლოგერების აქტიურობაზე ალკოჰოლს დიდად მაინც არ უმოქმედია. პირიქით, ვისაც გასულ წელს სადმე თავი ჰქონდა მოფხანილი, ყველამ შემაჯამებელი პოსტი დაწერა (სადაც თავის აღნიშნული ქექვა რომელიმე თვესთან ერთად იყო მოხსენიებული) და „2010 წლის მოკლე შინაარსი საკუთარი აქტივობების ჭრილში“ გადმოსცა. ზოგმა თავი დაიზღვია და პრეამბულად ისიც დაურთო – "კი არ მინდა ყველას დავემსგავსო, მაგრამ გამონაკლისი ხომ არ ვიქნები“–ო და ამ რკინის არგუმენტით შეგულიანებულმა თავის ცხოვრებასაც თავმომწონედ გვაზიარა. ტრადიციაა ასეთი და...

წინა | შემდეგი
2011-11-27

სტივ ჯობსის წერილები

ინტერნეტ-მაღაზია Amazon-მა CNN-ის ჟურნალისტის მარკ მილიანის მიერ დაწერილი წიგნის გაყიდვა დაიწყო, რომელშიც სტივ ჯობსის წერილებია შესული.

ივანიშვილი Facebook–ის მომხმარებლების შეკითხვებს უპასუხებს

ბიძინა ივანიშვილი ფეისბუქის მომხმარებლების შეკითხვებს უპასუხებს. რამდენიმე წუთის წინ ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე გაიხსნა ფორუმი, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ, დასვან შეკითხვები.


გაამართლებს თუ არა ქართული "ქინდლი" - "იოტა რიდერი"?

იქნება თუ არა ხელმისაწვდომი პირველი ქართული ელექტრონული “იოტა რიდერი” მომხმარებლისთვის და მოიაზრება თუ არა იგი“ქინდლის” ან სხვა უცხოური რიდერების კონკურენტად?

წინა | შემდეგი