ახალი ამბები
2010-07-07 | გამოფენა 

დევნილების ნივთების გამოფენა „ევროპის სახლში“

”ევროპის სახლში” აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან  დევნილთა ნივთებია გამოფენილი. მოძიებულია 50-მდე ექსპონატი, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებმა საკუთარი სახლების დატოვებისას წამოიღეს.

მუდმივგანახლებადი მუზეუმი ”ევროპის სახლის” საგამოფენო დარბაზში გუშინ, 6 ივლისს, გაიხსნა. პროექტი სახელწოდებით, ”მეხსიერების ბიბლიოთეკა”, არასამთავრობო ორგანიზაცია ”კოალიცია სამართლიანობისთვის” ინიციატივით ეწყობა.

გამოფენილი ნივთები შეგროვებულია თბილისში, ზუგდიდში, წყალტუბოში, წეროვანში, ბათუმსა და კოდაში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებიდან.

ორგანიზატორების თქმით, გამოფენაზე დამთვალიერებლებს შეუძლიათ იხილონ ნივთები, რომლებსაც აფხაზი მეგობრები და მეზობლები ამ დროის განმავლობაში ქართველებს უნახავდნენ და სპეციალურად ამ გამოფენას გამოუგზავნეს.

მსგავსი შინაარსის გამოფენების ორგანიზება მომავალშიც იგეგმება.

”მეხსიერების ბიბილიოთეკის” გამოფენის ნახვა თბილისის მცხოვრებლებს რვა ივლისამდე შეეძლებათ.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

რელიგიური უმცირესობების რეაქცია პარლამენტის გადაწყვეტილებაზე

საქართველოში მოქმედი რელიგიური ჯგუფები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას  რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის შესახებ  სიხარულით ეხმაურებიან.

რელიგიური უმცირესობების სამართლებრივი სტატუსი და საგადასახადო რეჟიმი

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, საგადასახადო შეღავათები, რომლითაც ამჟამად მართლამდიდებლური ეკლესია სარგებლობს, თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი სხვა რელიგიური ორგანიზაციებისათვისაც და ეს შესაძლებელია დარეგულირებული იყოს კონსტიტუციურ შეთანხმებაზე დაბალი იერარქიის საკანონმდებლო აქტით.

წინა | შემდეგი

"თავისუფალი დემოკრატები" ფინანსურ დეკლარაციას აქვეყნებს

ირაკლი ალასანიას პარტიამ “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” წლიური ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც კონტროლის პალატას გადაუგზავნა.

2012-02-03

მარეგულირებელი ორგანო ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” საჩივარზე განმარტებას აკეთებს

”კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია” აცხადებს, რომ ის არ არის უფლებამოსილი, ცვლილებები შეიტანოს მთავრობის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტში, რომელიც ეხება ”112”–ის მომსახურების ტარიფის დაწესებას.

2012-02-03

საქართველოში მშვიდობიანი შეკრებების მონიტორინგის შედეგები

ყველაზე მკაცრი შეფასება 26 მაისისა და ვეტერანების აქციის დარბევამ მიიღო. აქციებზე პოლიციის ქმედება გაუმართლებლად შეფასდა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია ფაქტები, როდესაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციელებმა მოქალაქეები დააკავეს.

წინა | შემდეგი