საზოგადოება
2010-07-09 | მედია 

„სიჩუმის დღე“ იტალიაში

დღეს იტალიაში არცერთი ბეჭდური და ელექტრონული გამოცემა არ გამოსულა. სატელევიზიო და რადიო ეთერში არ გადის საინფორმაციო გადაცემები. პროტესტს საინფორმაციო სააგენტოებიც შეუერთდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იტალიაში  ჟურნალისტების  საყოველთაო გაფიცვა იტალიური ბეჭდვის ნაციონალურმა ფედერაციამ მოაწყო.

გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კანონპროექტია, რომელიც სატელეფონო საუბრების საინფორმაციო საშუალებებით გავცელების შეზღუდვას გულისხმობს.  მასკომუნიკაციების წარმომადგენლების აზრით, ამ კონონით იტალიის მთავრობა სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს.

კანონპროექტის ინიციატივა ქვეყნის პრემიერ–მინისტრს, სილვიო ბერლუსკონის ეკუთვნის. როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან ირკვევა, სილვიო ბერლუსკონი თვითონაც ბევრჯერ გამხდარა სატელეფონი მოსმენების ობიექტი, რის გამოც სკანდალშიც არაერთხელ იყო გახვეული.

თუკი კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა, სატელეფონო საუბრების გავრცელების შემთხვევაში,  ჟურნალისტებსა და გამომცემელებს სერიოზული სასჯელი ელით.

კანონპროექტის განხილვა იტალიის პარლამენტში 29 ივლის არის დაგეგმილი.  

ჟურნალისტების პროტესტმა რეზონანსი საზოგადოებაშიც გამოიწვია. პროტესტს საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომელბი შეუერთდნენ. გუშინ, საღამოს 9 საათიდან, იტალიის რკინიგზამ 24 საათით შეწყვიტა ფუნქციონირება. იტალიის მსხვილ ქალაქებში არც მეტრო და არც სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს. 

კომენტარი

სათაური:
salo
ვისგან:
შიგთავსი:
ჩვენთან კიდეეეეე?!:( აი,ასეთი პროტესტი გვინდა-ერთიანი:)
სათაური:
mikkele
ვისგან:
შიგთავსი:
მერე იტყვიან ტალი და საქართველო ვეროპის პრობლემა არის, რადგან ორივე ქვეყანაში ტელეკომპანიები ჩინოვნიკების კუთვნილებააო. სად მოხდება საქართველოში ასეთი გაფიცვა?
სათაური:
le..
ვისგან:
შიგთავსი:
ბერლუსკონი რომ მაგას იკადრება გასაგებია, მაგრამ იმედია პარლამენტიc არ გაგიჯდება და თანხმობას არ მისცემს
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
2012-02-01 | მედია 

ახალ მედიაგაერთიანებაში 32 მედიაორგანიზაცია გაწევრიანდა

„უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა, ერთმანეთის დაცვა და ერთად დგომა იქ, სადაც მედიას უჭირს,“-ეს სიტყვები  მამუკა ღლონტმა ახალი მედიაგაერთიანების მთვარ მიზნად განსაზღვრა.

2012-01-23 | მედია 

არ ვენდობი, მაგრამ ვუყურებ

2011 წელს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ეროვნული ტელეარხებით ყოველდღიურად მოსახლეობის 82% იღებდა. ყველაზე ხშირად მოსახლეობა  პოლიტიკისა და ზოგადად, საქართველოში მიმდინარე  მოვლენების შესახებ გადაცემებს რუსთავი 2-ისა (88%) და იმედის (85%) მეშვეობით უყურებს. თუმცა მათ მიმართ ნდობა, ორივე არხის შემთხვევაში, მხოლოდ 33%-ია.


"არჩევანის თავისუფლებისთვის” სახალხო დამცველს შეხვდა

დღეს კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისთვის” წარმომადგენლები სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს შეხვდენენ. მრგვალ მაგიდაზე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. აქცენტები მედიის თავისუფლებისა და ადამიანთა უფლებების დაცვაზე გაკეთდა.

წინა | შემდეგი
2012-02-02

გადასახადი წიგნების ქსეროასლებისთვის

"თუ გადასახადის გადახდა ნებისმიერი სახის ლიტერატურის გადაქსეროქსებისთვის მოგვიწევს, საბოლოო ჯამში, საკმაოდ დიდი თანხა გამოვა და არ არის გამორიცხული, ქსეროქსი გაძვირდეს”.

დევნილებს ელექტროენერგიაზე შეღავათი მოეხსნათ

დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია “კოალიცია დევნილი სამოქალაქო საზოგადოებისთვის” თავმჯდომარემ, ლელა გულედანმა, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისთვის ელექტროენერგიაზე შეღავათის მოხსნასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა.

წინა | შემდეგი