კომენტარი

დღესასწაული, რომელიც არ შედგა

წუხელ ღამე ადგილობრივმა ხელისუფლებამ გორის ცენტრალურ მოედანზე აღმართული იოსებ სტალინის ძეგლი მოხსნა. ძეგლის დემონტაჟს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, ტელეჟურნალისტებიც ესწრებოდნენ. ამ ფაქტის ამსახველ სიუჟეტებში, რომლებიც სატელევიზიო არხებით გავიდა, არ ჩანდა კორდონი, რომელიც ძეგლის გარშემო იყო გაკეთებული და რომლის მიღმაც  გორის მოსახლეობის ძეგლის დემონტაჟით უკმაყოფილო ნაწილს მოეყარა თავი. კამერებს არც ტელეკომპანია ”თრიალეთის” იმ ჟურნალისტის ცემის ფაქტი დაუფიქსირებიათ, რომელიც მიმდინარე მოვლენას იღებდა.

სტალინის ძეგლის გორის მოედანზე ყოფნა არყოფნის საკითხს საზოგადოება სხვადასხვაგვარად უყურებდა. განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ ძეგლის დემონტაჟისას შეკრებილ ადამიანებსაც.

ბრიფინგზე კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა, ნიკა რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ”თუ ჩვენ გვინდა და ნამდვილად გვინდა, ვიყოთ დამოუკიდებელი, თანამედროვე, თავისუფალი ერი, ასეთ მახინჯ საბჭოთა კერპებს თავისუფალ საქართველოში არ აქვთ ადგილი”.

იოსებ სტალინის 6– მეტრიანი ქანდაკება მისივე სახელობის მუზეუმში გადაიტანეს. ნეტგაზეთი დაინტერესდა, თუ რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ, რომელიც ღიაობასა და დემოკრატიაზე საუბრობს, დემონტაჟი ღამე განეხორციელებინა და  იყო თუ არა ეს უკმაყოფილო მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის თავის არიდება.

 

ლევან ბერძენიშვილი 

რესპუბლიკური პარტია

„მიმაჩნია, რომ სტალინის ძეგლის აღება სწორი საქმეა, გინდა ეს ამ ხელისუფლებას გააკეთებინა, გინდაც სხვას. მაგრამ, საერთოდ, კარგი საქმეები დღისით კეთდება. ღამე, ალბათ, იმიტომ მოხსნეს, რომ უსიამოვნებას მოერიდნენ. ხელისუფლება, ალბათ, გარკვეულწილად გაურბის ხალხის გაღიზიანებას. მეორეს მხრივ, სტალინის ძეგლის აღებას ვერ შევეწინააღმდეგები. მისი ადგილი მუზეუმშია.

ბავშვობაში სტალინის ძეგლის აღებას ქალაქ ბათუმში შევესწარი. დაახლოებით  1960– 1961 წლები იყო. ესეც ღამე მოხდა, სხვათა შორის. ხრუშჩოვიც სწორად მოიქცა, რომ ძეგლი მოხსნა. თუმცა, ღამე რომ იღებენ, არ არის სწორი, იმიტომ, რომ მოქალაქეები თუ არ არიან თანახმა, მათი დარწმუნება და მათთან მუშაობაა საჭირო.  მაგრამ, თავისთავად, გორში რომ არ დგას სტალინის ძეგლი, მთელი მსოფლიოს თავმოსაჭრელად, ეს კარგია“. 

 

პავლე კუბლაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

„არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, დღისით მოხდებოდა დემონტაჟი თუ ღამე. მთავარია, რომ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლოგიკურია და ისიც, რომ დაღუპულ გმირთა მემორიალი აშენდება იმ ადგილას. ჩვენი გმირების პატივსაცემად ამ მემორიალის აღმართვა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. მეორეს მხრივ, მუზეუმში შეიძლება იდგეს ძეგლი და თუ იქნება სტალინის მუზეუმი, იქ უნდა იყოს ყველაფერი, რაც მას უკავშირდება.

მთავარია არსი, რაც ამ გადაწყვეტილებას უკავშირდება. არ ვიცი, ვინ როგორ შეაფასებს ამას და ვის რა დამოკიდებულება ექნება. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება გაცილებით უფრო მეტ პატივს სცემს  იმ გმირებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ მართლაც ძალიან უთანასწორო ომში დაიღუპნენ, ვიდრე ადამიანს, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანის სიკვდილი და რეპრესიები უკავშირდება“.

 

კომენტარი

სათაური:
zaza
ვისგან:
შიგთავსი:
gamit ageba imitom gadackvites rom xalxis risxvas moeridnen icodnen rac moxdeboda
სათაური:
mtv
ვისგან:
შიგთავსი:
dghisith ro aeghoth, gamochndeboda xalxi romelic ityoda, ghame ratom ar aighes, ratom icveven xalxs da ratom ushlian nervebso... me thu mkithxav, kargi qnes rom ghamith aighes, thundac imitom rom modzraoba ar sheferxda...
სათაური:
კნტ
ვისგან:
შიგთავსი:
შეკითხვა: "ისე, კომუნიზმში რა არის ცუდი?!" პასუხი: კომუნიზმი კლავს ეკონომიური განვითარების ძირითად მამოძრავებელ ძრავას - ინდივიდუალიზმს.
სათაური:
tornike orbeladze
ვისგან:
შიგთავსი:
ისე, კომუნიზმში რა არის ცუდი?!
სათაური:
თამარ გურჩიანი
ვისგან:
შიგთავსი:
კარგი კითხვაა: ნეტგაზეთი დაინტერესდა, თუ რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ, რომელიც ღიაობასა და დემოკრატიაზე საუბრობს, დემონტაჟი ღამე განეხორციელებინა და იყო თუ არა ეს უკმაყოფილო მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის თავის არიდება.
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

შოკიდან გაურკვევლობამდე

როგორც მოსალოდნელი იყო, ობამა-სააკაშვილის შეხვედრაზე არ გაკეთებულა ისეთი მკაფიო განცხადებები, რომლებიც  ქართული პოლიტიკის ბუნდოვან მომავალს ნათელს მოჰფენდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულმა დახურულმა შეხვედრამ კი მდგომარეობა კიდევ უფრო დამაინტრიგებელი გახადა.

წინა | შემდეგი
2012-02-07

ვარცხნილობა, წითელი ბარათები და ვარდისფერი მაისურები

ასე 20, მეტი თუ ნაკლები, წლის წინ ჩვენს სოფელში მეხივით გავარდა ამბავი... 14 წლის ბავშვმა თავი ჩამოიხრჩოო. იმ დღეს მისი ბებია სახლიდან სადღაც გავიდა, რომ დაბრუნდა, ბიჭი ხეზე  ჩემოკიდებული იპოვნაო. გვიანი იყო შველა.

2012-02-04 | ჯანდაცვა 

რატომ არ ნიშნავს კიბო სიკვდილს

რა არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ავთვისებიანი სიმსივნე ჩვენთან განუკურნებლად მიიჩნევა, რატომ ერიდება ხალხი "მისი სახელის ხსენებას"?

დავით ბერძენიშვილი: საქართველო ობამასთვის არშემდგარი დემოკრატიული ქვეყანაა

“რესპუბლიკური პარტიის” წევრის, დავით ბერძენიშვილის შეფასებით, ობამას შეხვედრა სააკაშვილთან, ერთი მხრივ, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო ობამასთვის არშემდგარი დემოკრატიული ქვეყანაა და მეორე მხრივ, იმ ფაქტზე, რომ ობამას საქართველოზე, როგორც შესაძლო დემოკრატიულ ქვეყანაზე, ხელი ჩაქნეული არ აქვს.

წინა | შემდეგი