საზოგადოება
2010-06-24 | H1N1 

შიდა ქართლში ომის შემდეგ ნარკომანთა რაოდენობა გაიზარდა

3000 წამალდამოკიდებული შიდა ქართლში

აგვისტოს ომის შემდეგ ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა შიდა ქართლში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით, მომხმარებელთა რაოდენობა ამჟამად რეგიონის მოსახლეობის 1%-ს შეადგენს.

გორი-სამთავისის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე ანდრიას ინიციატივით, გორის ეკლესიასთან არსებულ ფსიქო-სარეაბილოტაციო ცენტრში საზოგადოებასთან, ჯანდაცვის სფეროს და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ნარკომანიის პრობლემაზე მუშაობენ, შეხვედრა-დისკუსია გაიმართა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, მაღალი მოტივაციის პირობებში, ფსიქოლოგების და ეკლესიის დახმარებით, ამ სენის დამარცხება შესაძლებელია. მაგრამ დისკუსიის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ პრევენციული ღონისძიებების გატარება უფრო ადვილია, ვიდრე ავადმყოფობასთან ბრძოლა.
ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის, ხათუნა კოლოტაშვილის ინფორმაციით, ამჟამად რეგიონში 3000 წამალდამოკიდებულია რეგისტრირებული, აქედან 24 ქალია, დანარჩენი – მამაკაცი. კოლოტაშვილის თქმით, ეს რეალურ სურათს ვერ ქმნის, რადგან ბევრად მეტი ნარკოდამოკიდებული აღრიცხვაზე არ იმყოფება.
 
შეხვედრაზე ითქვა, რომ საომარი მდგომარეობა, დაბალი სოციალური ფონი, ოჯახური და შიდაპიროვნული კონფლიქტები, ტრავმულ-სტრესული გამოცდილება წამალდამოკიდებულებისკენ სწრაფვის ტენდენციას აძლიერებს. თანაც,  ბევრი ნარკოტიკული საშუალება ადვილად ხელმისაწვდომი გახდა. ბოლო პერიოდში გორელი ახალგაზრდების ნაწილმა აქტიურად დაიწყო აქტიფედისგან მიღებული ნარკოტიკის გამოყენება. არაერთი შემთხვევა ლეტალური შედეგითაც დასრულდა. ეპარქიასთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის, ელზა პანკრატოვას აზრით, მედიაც აქტიურად უნდა ჩაერთოს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში.  
 
გორი-სამთავისის ეპისკოპოსის, მეუფე ანდრიას წინადადებით საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიამ და სასულიერო პირებმა ნარკომანიის პრევენციისთვის კოორდინირებული მოქმედებები უნდა დაიწყონ.  
 
მეუფე ანდრიას წინადადება კოორდინირებული მოქმედებების შესახებ დამსწრე საზოგადოებამაც გაიზიარა, გადაწყდა, რომ შემდგომი შეხვედრა ორ კვირაში გაიმართება და თითოეული ორგანიზაცია საკუთარ სამოქმედო გეგმას წარადგენს, შემდგომში კი წარდგენილი წინადადებების შეჯერება მოხდება. სექტემბრიდან კი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ნარკომანიის პრევენციისთვის ერთობლივ ქმედებებს დაიწყებენ. ეს, ძირითადად, რისკ ჯგუფებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებში გამოიხატება.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
2012-01-24 | ჯანდაცვა 

არაასაკობრივი პენსიის დანამატს სადაზღვევო პაკეტი ჩაანაცვლებს

დღეს ორგანიზაციებმა – “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” და "არა" – სპეციალური ბრიფინგი გამართეს სახელწოდებით “პრეზიდენტის მიერ პენსიონერთა მოტყუება”.

2011-12-13 | ჯანდაცვა 

რამდენი იხარჯება წამალზე

საქართველოში ჯანდაცვის საჭიროებებიდან მოქალაქეები ყველაზე ბევრს მედიკამენტებზე ხარჯავენ.

2011-12-06 | ჯანდაცვა 

რით განსხვავდება უფასო აცრა ფასიანისაგან

პოლიკლინიკებში მისულ ზოგიერთ მშობელს ექიმები სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული რამდენიმე დაავადების წინააღმდეგ არსებული უფასო აცრების პარალელურად ფასიან ვაქცინაციას სთავაზობენ.

წინა | შემდეგი
2012-02-02

გადასახადი წიგნების ქსეროასლებისთვის

"თუ გადასახადის გადახდა ნებისმიერი სახის ლიტერატურის გადაქსეროქსებისთვის მოგვიწევს, საბოლოო ჯამში, საკმაოდ დიდი თანხა გამოვა და არ არის გამორიცხული, ქსეროქსი გაძვირდეს”.

2012-02-01 | მედია 

ახალ მედიაგაერთიანებაში 32 მედიაორგანიზაცია გაწევრიანდა

„უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა, ერთმანეთის დაცვა და ერთად დგომა იქ, სადაც მედიას უჭირს,“-ეს სიტყვები  მამუკა ღლონტმა ახალი მედიაგაერთიანების მთვარ მიზნად განსაზღვრა.

წინა | შემდეგი