ტექნოლოგიები

10 მილიარდი წუთი სოციალიზაციაში

თვეში მომხმარებლების მიერ ინტერნეტში დახარჯული დროის 22 % სოციალურია - აცხადებს მარკეტინგული კვლევის კომპანია Nielsen-ი. სოციალურ ქსელ facebook-ზე 400 ათასამდე მომხმარებელია დარეგისტრირებული საქართველოდან.

კომპანია Nielsen -მა 15 ივნისს გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტში ”ტვიტერინგს”, კომენტირებას, ბლოგინგს, გაზიარებასა და ლინკირებას ინტერნეტში გატარებული დროის 22% მიაქვს.

ვების მომხმარებლები თვიურად ჯამში 110 მილიარდ წუთს ატარებენ სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზე.

Nielsen -ის  კვლევის მიხედვით, სოციალური ქსელებისა და ბლოგების მონახულება გასულ წელთან შედარებით  20% –ით გაიზარდა და გლობალური ქსელის მომხმარებელთა სამი მეოთხედი შეადგინა.

გარდა ამისა,  2010 წელს  მომხმარებლები დღეში საშუალოდ 6 საათს ატარებენ სოციალურ ქსელებსა და ბლოგებში, მაშინ, როცა წინა წელს ეს ციფრი სამს შეადგენდა.

Nielsen -ის სტატისტიკის მიხედვით, დღეში დაახლოებით ნახევარი მილიარდი ადამიანი  6 საათს ატარებს facebook-ზე. კვლევის მიხედვით, ეს სოციალური ქსელი ყველაზე პოპულარული იტალიაშია - ინტერნეტის მომხმარებელთა ორი მესამედი სტუმრობს ქსელს ყოველთვიურად.

ყველაზე ”სოციალურები” ბრაზილიელები არიან - ამ ქვეყნის ინტერენტის მომხმარებელთა 86% სტუმრობს სოციალურ ქსელებს და 5 საათს მაინც ატარებს.  მომხმარებლები ავსტრალიიდან კი ქსელებზე 7 საათს ატარებენ.

მარკეტინგული კვლევის კომპანიის მონაცემებით, ყველაზე პოპულარული სოციალური გვერდები  Facebook  და YouTube - ია. ბრაზილიაში ამ ბრენდებს google-ს ქსელი Orkut-ი ემატება.

ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი საქართველოში Facebook - ია, სადაც საქარტველოდან ამ დროისთვის 380,680 მომხმარებელია დარეგისტრირებული. Facebook-ის მომხმარებელთა რიცხვი საქართველოში აპრილის შემდეგ  დაახლოებით 40 ათასი მომხმარებლით გაიზარდა.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

"დავარცხნილი რეალობა" ქართველი ბლოგერებისთვის

ბოლო დროს ქართველ ბლოგერებს ხშირად იწვევენ კერძო კომპანიები თუ სახელმწიფო სტრუქტურები სხვადასხვა შეხვედრებსა თუ გასვლით ტურებზე. არის თუ არა მიზანი პოზიტიური პოსტები და რამდენად გამართლებულია ეს?

მოსახლეობის 56%–ს ინტერნეტი არასოდეს გამოუყენებია

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ანგარიშის, “ქართული მედია: მოსახლეობის შეფასებები და განვითარების პერსპექტივების” მიხედვით, ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო ტელევიზიაა.

წინა | შემდეგი
2012-01-27

Twitter-ი შეზღუდვებს აწესებს

”Twitter”-მა გამოაცხადა, რომ ქვეყნების მოთხოვნის შესაბამისად, მოახდენს კონტენტზე წვდომის ბლოკირებას.

2012-01-23

RIM–ი შეეცდება, კონკურენცია Apple-სა და Google-ს გაუწიოს

ბლექბერის მწარმოებელი კომპანია Research In Motion (RIM) სტრატეგიას ცვლის.

2012-01-20

ონლაინ მეკობრეობისთვის Megaupload-ის ხელმძღვანელები დაკავეს

აშშ-ის შტატ ვირჯინიის მიერ გაცემული საბრალდებო დასკვნის საფუძველზე, საავტორო უფლებბების დარღვევისთვის, დღეს, 20 იანვარს, ახალ ზელანდიაში ფაილების გაცვლის ერთ-ერთი უდიდესი სისტემის - Megaupload.com-ის ხელმძღვანელი პირები დააკავეს.  Megaupload ცოტა ხნის წინ შეურთდა საპროტესტო კამპანიას ანტიმეკობრული კანონების - PIPA-სა და  SOPA-ს  - წინააღმდეგ.

წინა | შემდეგი