ახალი ამბები

რეკომენდაციები კონფლიქტის მონაწილე მხარეებს

ბრიუსელში დაფუძნებულმა კვლევითმა ინსტიტუტმა “საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი“ (International Crisis Group), სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, ანგარიში წარმოადგინა და კონფლიქტში მონაწილე მხარეებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. რეკომენდაციების მიხედვით, ყველა მხარემ ადმინისტრაციულ საზღვარზე თავისუფლად გადაადგილება უნდა შეძლოს და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები გაითვალისწინოს.

ანგარიშს, რომელსაც „სამხრეთ ოსეთი: აღიარების ტვირთი“ ჰქვია, რეგიონში არსებულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების მდგომარეობას და რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის გავლენის მასშტაბებს შეეხება.

ანგარიშის მიხედვით, რუსეთის მიერ რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ, სამხრეთ ოსეთს მეტი დამოუკიდებლობა მაინც ვერ შესძინა. „კრიზის ჯგუფი“ სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, სამომავლო პესრპექტივებს, როგორც „ძალიან მცირეს“, ისე აფასებს.

2008 წლის ომმა რეგიონის მოსახლეობას, რომლის რიცხვი დღეს 30 000 არ აღემატება, მძიმე ფიზიკური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და პოლიტიკური დარტყმები მიაყენა.

ანგარიშის შეფასებით, მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთმა დანარჩენ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები შეწყვიტა, მისი ეკონომიკა, ძირითადად, რუსი სამხედროებისა და სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული პერსონალის მომსახურებით შემოიფარგლა.

როგორც კრიზისების ჯგუფის კავკასიის პროექტის დირექტორი, ლორენს სკოტ შითსი ამბობს,  სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობამ მისი რუსეთისადმი დამოკიდებულება უფრო მეტად გაამყარა, –“2008 წლის შემდეგ სამხრეთ ოსეთში არსებული მდგომარეობა, სადაც ბიუჯეტის 99 პროცენტი და მთავრობის წევრთა თითქმის ნახევარი სწორედ რუსეთიდან მოდის, ძალიან გავს ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებში არსებულ ვითარებას.”

ანგარიშის მიხედვით, რუსეთს პირდაპირი რეკომენდაცია ეძლევა , რომ მის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს და სახმრეთ ოსეთის წარმომადგენლობას მოუწოდოს, საქართველოს ხელისუფლებასთან,  ადამიანების,  პროდუქციის გადაადგილების, უსაფრთხოებისა და 20 000 ეთნიკური ქართველი დევნილის ეტაპობრივი დაბრუნების საკითხების განხილვა დაიწყოს.

იმისათვის, რომ სამხრეთ ოსეთი არ გადაიქცეს უკაცრიელ ტერიტორიად, ყველა მხარემ ყურადღება უნდა გაამახვილოს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებსა  და საჭიროებებზე. მოსკოვმა უნდა გაამკაცროს კონტროლი მის მიერ ფინანსურ გადარიცხვებზე, ებრძოლოს კორუფციას და აღმოფხვრას დე ფაქტო მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევები. საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა შეინარჩუნონ ან განაახლონ კონტაქტები დე ფაქტო ხელისუფლებასა და ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ასევე, გააგრძელონ რუსეთთან და საქართველოსთან ურთიერთობა სამხრეთ ოსეთის საკითხზე.

საქართველომ უნდა გამოძებნოს სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გზები, რომელიც შეიძლება გამოიხატოს ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების თავისუფლებასა და მცირე ეკონომიკური საქმიანობოს აქტიურ ხელშეწყობაში. ამის გარდა, მან ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირს, გაეროს, ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციას და სხვა სტრუქტურებს, განახორციელონ ისეთი პროექტები, რომლებიც შეამცირებენ სამხრეთ ოსეთის დამოკიდებულებას რუსეთზე.

კრიზისების ჯგუფის ევროპის პროგრამის დირექტორი, საბინ ფრეიზერი ამბობს, რომ ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენას საკმაოს დიდი დრო დასჭიდება. “მხოლოდ დემოკრატიულ და წარმატებულ სახელმწიფოს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თვითგამოცხადებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებები და ორიენტირებულია ეროვნული უმცირესობების პრობლემების გადაჭრაზე, შეუძლია გააღვივოს სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებელთა ნდობა საქართველოსადმი, –აცხადებს საბინ ფრეიზერი. ”

 


კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია ”იგრიკას” ყიდულობს

შპს ”იგრიკას” მფლობელი და ”სტუდია მაესტროს” გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ტელეკომპანია ”იგრიკას” შესყიდვასთან დაკავშირებით. კიკაბიძის თქმით, კომპანიის 100%-იანი წილის ღირებულება დაახლოებით 20-30 ათასი ლარია.

სააკაშვილის თქმით, ლაზიკას მშენებლობისთვის ჭაობის დაშრობა იწყება

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რამდენიმე დღეში დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები ლაზიკას მშენებლობისათვის.

წინა | შემდეგი
2012-02-02

კულტურის სამინისტრო: მეჩეთის აგებასთან დაკავშირებით მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებაა

"თურქულ და ქართულ მხარეებს შორის ჯერჯერობით ხელშეკრულება ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებასთან და ახალციხის მეჩეთის რესტავრაციასთან დაკავშირებით გაფორმებული არ არის. ეს მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებაა," – განუცხადეს "ნეტგაზეთს" კულტურის სამინისტროში.

ჰილარი კლინტონი: ვაშინგტონში დიდი ინტერესია საქართველოს მიმართ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტს ვაშინგტონში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა, თუმცა განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა მიხეილ სააკშვილისა და ბარაქ ობამას შეხვედრას თეთრი სახლის ოვალურ ოფისში:

2012-02-02

ირანი მზადაა, ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებები განაახლოს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ალი აკბარ სალეჰის განცხადებით, ირანი მზადაა, განაახლოს მოლაპარაკებები გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ მოქმედ წევრ ქვეყნებთან 5+1 ფორმატში (ხუთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყანა და გერმანია).

წინა | შემდეგი