ერთობლივ განცხადებას, რომელიც გუშინ საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით, ხელს აწერს ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია.
10 მაისს სასტუმრო “რედისონში” ორგანიზაცია “იდენტობა” პრესკონფერენციას გამართავს, სადაც საუბარი იქნება 17 მაისს - ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისთვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ამის პარალელურად, ხვალვე მოქალაქეთა ჯგუფი საპროტესტო აქციას გამართავს. “ნეტგაზეთი” ესაუბრა როგორც ამ ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს - ყოფილ პოლიტპატიმარ გიორგი გაბედავას, ისე “იდენტობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, შორენა გაბუნიას.
„ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არ არსებობს, არც ერთ ქაღალდზე კონცეფცია დადებული არ არის. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის პიარული აქცია“, - ამ ციტატის ავტორი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია მასალკინია. მან, ისე როგორც სხვებმა, მსგავსი შეფასებები დისკუსიის ფორმატში გასულ კვირაში, ბათუმის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" გააკეთეს, შეხვედრის თემა "ბათუმი თაუერის", იგივე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის ბედი იყო. საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე და აგრარული უნივერსიტეტის რექტორი "ბათუმელებთან" ამბობენ, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი რეალური პროექტია, უბრალოდ, ამ ეტაპზე ამ პროექტიდან ბათუმი ამოვარდა.
ის, რასაც წლების განმავლობაში ეკლესიის შიგნით ინტენსიურად და დიდი მოცულობით ვისმენდი, უკვე კარგა ხანია საჯარო სივრცეში ინტესიურად წარმოდგინდა კოკაში ჩაგუბებული ნიაღვარივით. საქმე ეხება მთელ რიგს აქციებისა , რომელთა მთავარი მიზანი ელექტრონული ჩიპების მქონე დოკუმენტების ანტიქრისტიანულად გამოცხადება და სახელმწიფოს მხრიდან მათი დანერგვის შეჩერებაა.
2013 წლის 10 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბარში, პრემიერ მინისტრი ეკლესია - სახელმწიფოს ურთიერთობის თემას შეეხო . მან ეკლესიის ეროვნული მენტალიტეტის ჩამოყალიბებაში შეტანილ ისტორიულ წვლილს ხაზი გაუსვა და დასძინა, რომ ეკლესიაშიც არის პრობლემები, მათზე საუბარი და კითხვების დასმა კი ყველას შეუძლია:
ცვლილებების პროექტით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და რეკლამის შესახებ კანონში, რომელიც პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით მომზადდა, სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაციასთან და რეკლამირებასთან დაკავშირებით შეზღუდვები და ჯარიმები წესდება. იურისტების ნაწილის თქმით, აუცილებელია დაკონკრეტდეს, თუ რა ტიპის სექსუალური ხასიათის პროდუქციაზე წესდება სანქციები. ამ საკითხთან დაკავშირებით "ნეტგაზეთი" იურისტ გიორგი მშვენიერაძეს ესაუბრა:
სრულად კომენტარი
გააუმჯობესებს თუ არა დასაქმებულების უფლებებს საკანონმდებლო ცვლილბები შრომის კოდექსში, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს და რა ხარვეზები არსებობს ცვლილებების პროექტში, ამ საკითხებზე “ნეტგაზეთი” იურისტ დავით კლდიაშვილს ესაუბრა:
უმაღლესი განათლებისთვის გაზრდილი დაფინანსების საკითხებზე ნეტგაზეთთან განათლების მკვლევარი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი გახელაძე საუბრობს:
ეკა აღდგომელაშვილი: ჯერი ახლა ახლად არჩეულ პარლამენტზეა. ვნახოთ, რა ფასეულობები აღმოჩნდება მათთვის მთავარი, არა დეკლარირების, არამედ კონკრეტული ნაბიჯების დონეზე.
კომენტარი
მერმე და მერმე მშუიდობით ტოლერანტობაზე
კახაბერ კურტანიძეშიში, რომელიც აერთიანებს
ნანა ბუხსიანიძერელიგიური ფანატიზმის და ობსკურანტიზმის ლეგიტიმაცია და ზეიმი საქართველოში
გივი ლომიძე