ახალი ამბები

ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ყურძენი 8 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა

27 სექტემბერი, 2015 • • 1342
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ყურძენი 8 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა

როგორც სააგენტოში აცხადებენ, რთველი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. 

 

სააგენტოს მონაცემებით, ამ დროისთვის გადამუშავებულია რქაწითელი 31,5 ათასი ტ., საფერავი – 30 ათას ტონამდე, ასევე 1,8 ათასი ტონა კახური მწვანე და 8 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. რაც შეეხება რაიონებს – ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გურჯაანის მუნიციპალიტეტში გადამუშავდა – 24,7 ათას ტონამდე. კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემები ასეთია: ყვარელი – 13,4 ათასი ტ., თელავი – 14 ათასი ტ., სიღნაღი – 7 ათას ტ., ლაგოდეხი- 5,6 ათასი ტ., დედოფლისწყარო – 2,1 ათასი ტ., ახმეტა – 1,7 ათასი ტ. და საგარეჯო – 2,3 ათასი ტონა.

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 60 კერძო კომპანია და ასევე სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო.

მასალების გადაბეჭდვის წესი