ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ინტერ რაო” “სომხეთის ელექტროქსელებს” ყიდის

17 სექტემბერი, 2015 • • 1836
“ინტერ რაო” “სომხეთის ელექტროქსელებს” ყიდის

რუსული კომპანიის აქციათა 100-ივე პროცენტის გაყიდვაზე თანხმობა ჰოლდინმა “ინტერ რაომ” განაცხადა. სწორედ მას ეკუთვნის “სომხეთის ელექტროქსელები”. 

 

მთავრობის სხდომაზე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, ფინანსათა, ეკომონიმიკისა და იუსტიციის მინისტრებს სამი დღე მისცეს საჭირო დოკუმენტების მოსამზადებლად. 

 

სომხეთში კვიპროსზე დარეგისტრირებული კომპანია “ლიომან ჰოლდინგ ლიმიტედის” შესახებ პრაქტიკულად არავინ არაფერი იცის. საინტერესოა, რომ აქამდე მედია იმაზე წერდა, რომ რუსულ კომპანიას, რომელიც 1 აგვისტოდან ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდასთანაა დაკავშირებული, რუსეთში და სომხეთში მოღვაწე ერთ-ერთ უმდიდრესს ადამიანი, ჰოლდინგ “ტაშირის” ხელმძღვანელი, სამველ კარაპეტიანი ყიდულობდა.

 

რას მისცემს ეს სიახლე სომხეთში ელექტროენერგიის მომხმარებელს, ჯერ არავინ იცის. სახელმწიფო ამჟამად გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას ახორციელდებს, რაც ნოემბრამდე, “სომხეთის ელექტროქსელების” საერთაშორისო აუდიტის დასრულდებამდე გაგრძელდება. 


ერევანი, სომხეთი; ფოტო: ნეტგაზეთი
ერევანი, სომხეთი; ფოტო: ნეტგაზეთი


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას
   


მასალების გადაბეჭდვის წესი