ახალი ამბები

სააგენტო: 12 სექტემბრის მონაცემებით კახეთში 5,7 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავებულია

12 სექტემბერი, 2015 • • 2016
სააგენტო: 12 სექტემბრის მონაცემებით კახეთში 5,7 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავებულია

სააგენტოს ცნობით, გადამუშავებულ ყურძენს შორის 1 235 ტონამდე რქაწითელი, 1 604 ტონამდე საფერავი, 346 ტონამდე კახური მწვანე და 2 400 ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენია.

 

სააგენტო აცხადებს, რომ რთველი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. რთველი დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონების შემდეგ გურჯაანის რაიონის სოფლებშიც დაიწყო.

 

ოფიციალური ინფორმაციით, კახეთში ყურძენს გადამუშავების პროცესში ჩართულია 19 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის 4 – სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო, ხოლო რთველის საკოორდინაციო შტაბში დერეგისტრირებულია 70-მდე ღვინის კომპანია.

 

გურჯაანის რაიონში, რთველის პარალელურად, მევენახეების ნაწილი საპროტესტო აქციებს მართავს. მათ არ აკმაყოფილებთ ყურძნის ფასი. აქციის მონაწილეებმა გუშინ გზაც გადაკეტეს.

ყურძენი/რთველი
ყურძენი/რთველი

მასალების გადაბეჭდვის წესი