ახალი ამბები

შსს: ფონიჭალაში ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი მოკლეს – ბრალდებული დაკავებულია

6 სექტემბერი, 2015 • • 1018
შსს: ფონიჭალაში ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი მოკლეს – ბრალდებული დაკავებულია

შსს-ს განცხადებით, თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ისანი- სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული აგილ ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ფონიჭალაში დააკავეს და დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით).

მასალების გადაბეჭდვის წესი