ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალმა და სოხუმმა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

18 აგვისტო, 2015 • • 1024
ცხინვალმა და სოხუმმა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს
მხარეების განცხადებით, ეს ფაქტი კიდევ უფრო გაამყარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს ხალხის ერთმანეთთან დაუბრკოლებლად მიმოსვლას.
 
სოხუმის სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის, ვიაჩესლაც ჩირიკბას ხელმძღვანელობით ცხინვალში იმყოფება.
 
“ჩვენი ქვეყნების ისტორიები ერთმანეთს ჰგავს. საერთო ტრაგედია გვაერთიანებს. გვახსოვს ის მძიმე წლები, როდესაც გამსახურდია ატარებდა პოლიტიკას “საქართველო ქართველებისთვის”. ამ ყველაფერმა როგორც აფხაზეთში, ასევე სამხრეთ ოსეთში ომამდე მიგვიყვანა. გვახსოვს ისიც, რომ ოსები ჩვენს ხალხს ამ ომში გამარჯვებაში დაეხმარნენ”, განაცხადა შეხვედრის დროს სოხუმის წარმომადგენელმა, ვიაჩესლავ ჩირიკბამ.  



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი