ახალი ამბები

ჯამბულ აბულაძე: ჭელის მეჩეთის რემონტში მონაწილეობაზე მუშები უარს გვეუბნებიან

20 ივლისი, 2015 • 1673
ჯამბულ აბულაძე: ჭელის მეჩეთის რემონტში მონაწილეობაზე მუშები უარს გვეუბნებიან

“ჭელის მეჩეთში დასასრულებელი იყო სამუშაოები, სადაც მივედით, უარს გვეუბნებიან, ჯერ დაგვპირდებიან, მაგრამ რომ გაიგებენ, რომ ჭელაში ვაკეთებთ ამას, რატომღაც უარს ამბობენ, ვერ მოდიან, ვერ წამოვალთო,”– ამბობს ჯამბულ აბულაძე.

 

ჭელის მეჩეთის წინამძღვრის თქმით, ეს, სავარაუდოდ, საზოგადოებაში არსებული შიშების გამო ხდება. მან ასევე თქვა, რომ არ იცის, ეუბნება თუ არა ამ პირებს კონკრეტულად ვინმე, რომ არ წავიდნენ ჭელის მეჩეთის სარემონტო სამუშაოებზე, თუმცა, როგორც გაიხსენა, ერთ–ერთმა ხელოსანმა, რომელმაც თავდაპირველად თანხმობა განუცხადა, მოგვიანებით უარი უთხრა იმ მიზეზით, რომ მისთვის უთქვამთ, ჭელაში არ წასულიყო.

 

მანვე აღნიშნა, რომ 10 დღეა ამ საქმეზე მუშაობენ და ჯერ ვერავინ ნახეს. 

 

ჯამბულ აბულაძის თქმით, ეს დამოკიდებულება აჩვენებს, რომ სხვა სარწმუნოების მიმდევართა სამლოცველოებთან დაკავშირებით საზოგადოებაში კვლავ არსებობს პრობლემები. 

 

რაც შეეხება სარემონტო სამუშაოებს, აბულაძე ამბობს, რომ კვლავ ეძებენ ადამიანს, რომელიც შესაბამსიი ანაზღაურების სანაცვლოდ იმუშავებს.


“გაუკეთებელი არ დარჩება, უბრალოდ საწყენია, რომ ასეთი რაღაც კიდევ ხდება,”– ამბობს ის.

 

მეგობრებო! მოკლედ ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდით იქნებ რაიმე გვირჩიოთ.ჭელის მეჩეთში ჯერ კიდევ დაუსრულებელ სამუშაოებს ვატა…

Posted by Jambul Abuladze on Monday, July 20, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი