ეკონომიკა

საქსტატი: ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,3%-ით გაიზარდა

15 ივლისი, 2015 • • 1106
საქსტატი: ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,3%-ით გაიზარდა

საქსტატის სტატისტიკით, 2005 წლის საშუალოსთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა
ფასების ინდექსი გაზრდილია 82,2 პროცენტით.

 

2015 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე ფასების 1,9-პროცენტიანმა ზრდამ, რაც ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელზე 1,53 პროცენტული პუნქტით აისახა.

 

ფასები გაიზარდა ქიმიურ წარმოებაზე (14,1 პროცენტი) და მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (3,4 პროცენტი).

 

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ
შემდეგ სექციებზე:

 

დამამუშავებელი მრეწველობა: ფასები 12,9 პროცენტით გაიზარდა და სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 10,53 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში ფასების მატება დაფიქსირდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით)და თამბაქოს წარმოებაზე (17,3 პროცენტი), ქიმიურ წარმოებაზე (18,2 პროცენტი) და მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (7,1 პროცენტი);

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები შემცირდა 2,8 პროცენტით, რაც ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელზე -0,35 პროცენტული პუნქტით აისახა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი