ახალი ამბები

უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტის ბიუჯეტიდან სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარებიან

14 ივნისი, 2015 • • 1339
უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტის ბიუჯეტიდან სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარებიან

“ჩვენ გამოვნახავთ ფინანსურ რესურსს იმისთვის, რომ მივმართოთ დაზარალებულთა დასახმარებლად. იმიტომ, რომ ამ ხალხს სჭირდება საცხოვრებელი ადგილები. აგრეთვე, ინფრასტრუქტურის რაც შეიეძლება სწრაფად აღდგენისთვის პარლამენტი საკუთარ ბიუჯეტში მოვძებნით რეზერვს იმისთვის, რომ ამ საერთო პროცესში ჩავერთოთ”, – განაცხადა დავით უსუფაშვლმა.

 

3 ივნისს დაწყებულმა წვიმამ მდინარეების, ვერესა და მტკვრის ადიდება გამოწვია. წყნეთი-ბეთანიის გზატკეცილზე ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. სტიქიის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი და იძებნება 24. 36-მა დაშავებულმა მიმართა საავადმყოფოებს. მთავრობის ცნობით, ზარალი მიახლოებით 40 მილიონი ლარია.

 

დაიტბორა თბილისის ზოპარკი, მისი ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ნაწილი კი დააძინეს.

 

დავით ნარმანიას განცხადებით, სამაშველო სამსახურები თბილისში ეძებენ თბილისის ზოოპარკის ცხოველებს. მერია მოუწოდებს თბილისის მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ თბილისში გადაადგილებისგან

 

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი