ახალი ამბები

ანონსი – პირველი ივნისი

1 ივნისი, 2015 • 1772
ანონსი –  პირველი ივნისი

09:00  ვარდების მოედნიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების პირველი ნაკადი ბაკურიანში გაემგზავრება. ბავშვებს ბაკურიანში თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი გააცილებენ.

 

10:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ავჭალის მაჟორიტარი დეპუტატის კობა კობალაძისინიციატივით, ავჭალისსაჯარო სკოლების მოსწავლეები მცხეთაში ექსკურსიაზე გაემგზავრებიან. გამგზავრების ადგილი: სარაჯიშვილის გამზირი #5.

 

11:00  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან და შვილებთან ერთად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, “სოლიდარობის ფონდის” მიერ დაფინანსებულ ბავშვებს უმასპინძლებს. რესტორანი “ოტიუმი”


11:00 უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599 726565.

 

11:00 ცნობილი ქართველი მსახიობისა და პოეტის გივი ჭიჭინაძის მემორიალური დაფა გაიხსნება. ღონისძიებას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნინა ხატისკაცი დაესწრება.  მისამართი: ლ. ბოცვაძის ქ. #2. საკონტაქტო პირები: ნუცა აბაშიძე TEL: 599721010

 

11:00  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ალიბეგაშვილი და საერთაშორისო ქართულ-ფრანგული ასოციაციის ,,GFA’’-ის პრეზიდენტი – კატრინ ღუსსელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. მის: თავისუფლების #2 

 

11:00 მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე “კოფისტას” დამფუძნებელი მიხეილ ფარულავა ქსელის პირველ ობიექტს გახსნიან.  მისამართი: რუსთაველის 52, მეცნიერებათა აკადემიის შენობა, გამოფენის მიმდებარედ.

 

11:00 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის ანგარიშს მოისმენს. პრესრელიზი. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი


11:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა პორტუგალიის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჟოაო გონსალვის პერეირასთან. თბილისი, B კორპუსი, მე-2 სართული, თავმჯდომარის სათათბირო ოთახი


11:30 ბათუმში სასტუმროში ,,რადისონ ბლუ ბათუმი” სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე  ENPARD-ის  (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა  და სოფლად  განვითარებისთვის)  ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგებს გაეცნობა. ანგარიშის პრეზენტაციას სომხეთის სოფლის მეურნეობის  სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრებიან. 
 

11:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში ახალი მემარჯვენეების ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები

 
 
11:45 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ზვიად კვაჭანტირაძის შეხვედრა პორტუგალიის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჟოაო გონსალვის პერეირასთან. თბილისი, C კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი N420

12:00 ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სადამფუძნებლო საბჭოს წევრი, ადვოკატი მარიკა არევაძე მოსარჩელე ოჯახთან ერთად, „რეპორტიორის“ პრეს–კლუბში, სპეციალურ ბრიფინგს გამართავს, თემაზე: სასამართლო არასრწულოვან გიორგი კახურაშვილის საქმის განხილვას იწყებს, რა მოლოდინები არსებობს პრეცედენტულ დავაზე და რა პოზიცია გააჩნიათ სახელმწიფო უწყებებს?! მისამართი: ქ. თბილისი, იოსებიძის ქუჩა #57, I სართული. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი, 599 010344

 

12:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვარკეთილის მაჟორიტარი დეპუტატის ია მაკასარაშვილის ინიციატივით,  ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით,  ვარკეთილში მცხოვრები ბავშვებისთვის კულტურულ-გასართობი ღონისძიება გაიმართება. მის: ვარკეთილი 3. სუხიშვილის ქუჩა. მე-3 ა მ/რ.  კორპ.# 313. საკონტაქტო პირი : ბესიკ ზედგენიძე, ტელ: 598541384

 

12:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვი სამინისტროს მხარდაჭერით, ნიქოზში (საკათედრო ტაძარში) გაიხსნება ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი  პირველი ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული საეკლესიო გალობის ბავშვთა და მოზარდთა  ფესტივალი – „ნიქოზი2015″. ღონისძიების გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. 

 

12:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ავჭალის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე შშმ ბავშვების სკოლა ,,აისის“ აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის დღეს მიულოცავს და პატარებს საჩუქრებს გადასცემს. მის: ჩიქვანაიას #21 (ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია)

 

12:30 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თემქის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა სამუშია შშმ ბავშვთა ცენტრის ,,ანიტა“ აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის დღეს მიულოცავს და საჩუქრად სახატავ და საძერწ მასალებს გადასცემს. მის: თემქა, მე-11 მკრ. II და III კორპუსებს შორის საცურაო კომპლექსის შენობა.

 

12:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი შოთა მალაშხია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

 

12:45 საქართველო-პორტუგალიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრების შეხვედრა პორტუგალიის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჟოაო გონსალვის პერეირასთან. თბილისი, C კორპუსი, მე-6 სართული, ოთახი N636


13:00 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ზოოლოგიურ პარკში მრავალფეროვანი საბავშვო გასართობი პროგრამა დაიწყება.


13:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას გახსნის და ბავშვებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობებში მიიღებს მონაწილეობას. ადგილი: ბოტანიკის ინსტიტუტი. მის: ბოტანიკურის ქ. N1
 
 
14:00  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ავჭალის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე მის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს საჩუქრებს გადასცემს.  მის: სარაჯიშვილის გამზ. #5.
 

14:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ლექსო მაჭავარიანი, ირაკლი საღინაძე, დათო კოვზირიძე, ტორესა მოსი, მარიამ გოგოლიშვილი, ქეთა გაბუნია გამართავენ პრესკონფერენციას. თემა: აქცია მოთხოვნით – არ დაიჭირო‬! შეწყდეს ადამიანების ციხეში ჩასმა მარიხუანას მოხმარების გამო! შეწყდეს იძულებითი ნარკოტესტირება!

 

14:00  თბილისის მერი დავით ნარმანია ოჯახთან ერთად ზოოპარკს ესტუმრება, სადაც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება.


14:00  საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიას მე-6 პავილიონში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობამოკლებული ბავშვების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა გაიმართება. 
 

15:00 პარლამენტის ბიუროს სხდომა. თბილისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი.


15:15 თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შეხვედრა პორტუგალიის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჟოაო გონსალვის პერეირასთან. თბილისი, C კორპუსი, მე-5 სართული, ოთახი N532


16:00 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს. პრესრელიზი. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

 

16:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხელოვნების სკოლებისა და „ვორლდ ვიჟენ – საქართველოს“ დღის ცენტრის ბავშვებს უმასპინძლებს. მის: თავისუფლების #2


16:00 „ადამიანი კანონი თავისუფლებას“ პროექტის ფარგლებში “თბილისის ახალგაზრდული საკრებულოს” წევრები ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გამოკითხვას ჩაატარებენ და ბავშვთა უფლებების შესახებ სპეციალურად შექმნილ საინფორმაციო ბუკლეტებს დაარიგებენ. მისამართები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I და II კორპუსი; მეტროსადგურები “რუსთაველი” და “თავისუფლების მოედანი”. საკონტაქტო პირი: ბექა გამდლიშვილი 577418141

 

19.00 მწერალთა სახლი გიწვევთ გივი ალხაზიშვილის ახალი პოეტური კრებულის პრეზენტაციაზე. პატივისცემით, ლელა შუბითიძე საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. “მწერალთა სახლი”. მაჩაბლის 13, თბილისი, ტელ: +99532 297 41 01

 

მასალების გადაბეჭდვის წესი