ახალი ამბები

აგულაშვილი: სამინისტროს მთავარი მიმართულება გარემოსდაცვითი ევროპული პრინციპების დანერგვაა

4 მაისი, 2015 • • 906
აგულაშვილი: სამინისტროს მთავარი მიმართულება გარემოსდაცვითი ევროპული პრინციპების დანერგვაა

გიგლა აგულაშილი, რომელიც 2012 წლის ოქტომბრიდან იყო საქართველოს პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან”, მინისტრად პრემიერმა პარასკევს, 1 მაისს დანიშნა.

 

გიგლა აგულაშვილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მინისტრის რანგში პირველად დღეს მივიდა და დღეიდან შეუდგება საქმიანობას. მან სამინისტროს პრიორიტეტებზე ისაუბრა.

 

“სამინისტროს ერთი მთავარი მიმართულება არის ღრმა და ყოვლისმომომცველი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ბუნებრივია, გარემოსდაცვითი ევროპული პრინციპების დანერგვა. ეს პრინციპები გულისხმობს იმ ბალანსის პოვნას, იმ ოქროს შუალედის პოვნას, რომელიც ამ ორ ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება აერთიანებდეს- ერთი მხრივ, გარემოსდაცვითი პრინციპების დაცვა, მეორე მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება და მათ შორის ენერგეტიკული სექტორის განვითარება. ასე რომ, ჩვენი ამოცანა არის, ვიპოვოთ ეს ოქროს შუალედი”, – განუცხადა გიგლა აგულაშვილმა ჟურნალისტებს.

 

 

გიგლა აგულაშვილი
გიგლა აგულაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი