ახალი ამბები

კალაძე: კომპანიებს აქვთ უფლება, ელექტროენერგიის ტარიფის გადასახედად სემეკს მიმართონ

24 აპრილი, 2015 • 1124
კალაძე: კომპანიებს აქვთ უფლება, ელექტროენერგიის ტარიფის გადასახედად სემეკს მიმართონ

როგორც კალაძე აცხადებს, კომპანიებს აქვთ უფლება, სემეკს ტარიფების გადასახედად მიმართონ, ხოლო მარეგულირებელმა კომისიამ ამასთან დაკავშირებით საჯარო განხილვები უნდა დაიწყოს. მისივე განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტრო საქართველოში ამ სფეროში არსებული ყველა კომპანიის თავისუფალ და უსაფრთხო საქმიანობას უზრუნველყოფს:

 

”ენერგეტიკაში, სახელმწიფო თუ კერძო კომპანიებში, მუდმივად მუშაობს დაახლოებით 15 000 ადამიანი, ეს არის ხალხი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში, ყოვედღიურად უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობის მომარაგებას სითბოსთვის, სინათლისთვის საჭირო ყველა პროდუქტით. ამ ადამიანების შრომის შედეგი ვრცელდება ქვეყნის კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიოტირებზეც კი. 

მოსახლეობის მომსახურებას ახდენს რამდენიმე კერძო კომპანია, მათ აქვთ სრული უფლება განაცხადი შეიტანონ მარეგულირებელ კომისიაში (სემეკი) ტარიფთან დაკავშირებით, ხოლო მარეგულირებელი კომისია კანონით ვალდებულია საჯარო განხილვები დაიწყოს. 

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული არც ერთი მარეგულირებელი კომისია არ იმყოფება მთავრობის ან რომელიმე უწყების ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში – ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მუშაობა, საჯაროობა კანონით არის რეგულირებული.

ენერგეტიკის სამინისტრო მაქსიმალურად უზრუნველყოფს სექტორში არსებული ყველა კომპანიის, დეველოპერის, ინვესტორის სტაბილურ, თავისუფალ და უსაფრთხო საქმიანობას ქვეყანაში.

შესაბამისად, თუ რომელიმე კომპანიამ ვალუტის კურსის ცვლილების გამო მიიღო ზარალი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა- ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და არა აჟიოტაჟის საფუძველი,”- აცხადებს კალაძე საკუთარი ოფიციალური Facebook გვერდის საშუალებით.


როგორც 23 აპრილს გახდა ცნობილი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკს) ელექტროენერგიის ტარიფების კორექტირების მოთხოვნით 4-მა კომპანიამ მიმართა. ესენია: “ენერგო პროს ჯორჯია”, “ჯიფაუერი”,  ”საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ და ”მტკვარი ენერგეტიკა”. ”ენერგო პროსა” და ”ჯიფაუერის” საკითხზე  კომისიამ ადმინისტრაციული წარმოება გუშინ დაიწყო.

როგორც ”ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, კომპანიამ ტარიფების კორექტირების მოთხოვნით სემეკისთვის მიმართვის გადაწყვეტილება შესასყიდი ელექტროენერგიის გაძვირების გამო მიიღო.  

 

24 აპრილს მთავრობის სხდომაზე კი პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ  ამ ეტაპზე ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა არ იგეგემება. ასევე, ღარიბაშვლმა ენერგეტიკის სამინისტროს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და სემეკის წარმომადგენლებს მიმართა, შიდა საუბრების გასაჯაროებით მოსახლეობას ხელოვნურად ნუ დაძაბავენ.


სემეკის განცხადებით, კომისია უფლებამოსილია, რომ “ენერგო პრო ჯორჯიას” ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფის კორექტირება სატარიფო წლის განმავლობაში ერთხელ განახორციელოს.


მასალების გადაბეჭდვის წესი