ახალი ამბები

მშობლების თქმით, პანკისიდან სირიაში წასულ ორ მოზარდს საქართველოში დაბრუნება სურს

13 აპრილი, 2015 • • 1696
მშობლების თქმით, პანკისიდან სირიაში წასულ ორ მოზარდს საქართველოში დაბრუნება სურს

ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, რამზან ბარაკაშვილის დედა თინა ალხანშვილი აცხადებს, რომ სირიაში წასულ ახალგაზრდებს საქართველოში დაბრუნება სურთ.

 

“ახლავე ჩამოდითო, მამამისმა ასე მითხრა. ხვალე გეტყვით პასუხსო, უფროსს ვკითხავთო. ეგ უფროსი ვინ არის, არც მე ვიცი, არც იმათ არ იციან. მეორე დღეს დაურეკავს მაგ ბალღს, ფული არ გვაქვს, ფინანსები არ გავქვს, არც მე მაქვს, არც ამას არ აქვს, რომ წამოვიდეთო. ტელეფონიც არ მაქვს, რომ დაგიკავშირდეთო, ტელეფონიც წამართვეს და აბა, როგორ ჩამოვიდეთო. ომი არც გვინახავსო”, – ამბობს თინა ალხანიშვილი.

 

“ერთი ორი დღეა, რაც მშობლებს დაუკავშირდა. მე იქ არ ვყოფილვად და იმათ ნათქვამიდან ვიცი, რომ დაუკავშირდა და კარგად არიან. წვრთნას გადიან და სხვა არაფერი”, – განუცხადა ტელეკომპანია “იმედს” მუსლიმ კუშტანაშვილის ბებიამ, შარიათ წინწარაშვილმა.

 

მისი თქმით, დაუდასტურებელი ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილის დაჯგუფების წევრები არიან და საქართველოში დაბრუნება უნდათ.

 

16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილმა და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილმა საქართველოს საზღვარი 2 აპრილს გადაკვეთეს. მათი ოჯახის წევრები და ახლობლები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდები სირიაში საომრად გაემგზავრნენ.

 

კუშტანაშვილი არასრუწლოვანია და მას უფლება არ ჰქნდა საქართველოს საზღვარი გადაეკვეთა. ამ საქმეზე შსს-ს გენერალრი ინსპექცია გამოძიებას აწარმოებს.

 

სირიაში ამ დროისთვის საქართველოს ათამდე მოქალაქეა დაღუპული, ხოლო სხვადასხვა წყაროების ცნობით, სირიაში ISIS-ის რიგებში საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იბრძვის.

 

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის დეკემბერში გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა, რომ სირიაში ახალი ნაკადების გადინება არ ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი