ახალი ამბები

მოძრაობა “მიშას გზის” წევრები ქალაქში წარწერებისთვის პოლიციამ დააკავა

27 მარტი, 2015 • • 1797
მოძრაობა “მიშას გზის” წევრები ქალაქში წარწერებისთვის პოლიციამ დააკავა

აღნიშნული მუხლი თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს და მისი პირველადი ჩადენა 50 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. 

 

მოძრაობის წევრი, სამირა ისმაილოვა ნეტგაზეთთან საუბარში ყვება, რომ 27 მარტს, დაახლოებით ღამის 1 საათზე მან და მისმა ხუთმა მეგობარმა ვაკის პარკთან არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში წარწერები “მიშას გზა” გააკთეს. 

 

“უშუალოდ ფაქტის დროს პოლიციას არ დავუნახივართ. უკვე გზაზე ვიყავით, მანქანასთან, როდესაც პოლიციელი მოვიდა და საბუთების წარდგენა მოგვთხოვა. ცოტა ხანში პატრულის 10 ეკიპაჟი მოვიდა”, – ამბობს სამირა ისმაილოვა. 

 

მისი თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა მათ კუთვნილი ავტომანქანაში შენახული 25-მდე პულვერიზატორი, ბუკლეტები, მიხეილ სააკაშვილის მილოცვის ტექსტი  აზერბაიჯანელებისადმი ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით და სხვა ბანერები ამოიღეს [რომელიც, ისმაილოვას თქმით, არ გამოუყენებიათ]. 

 

“გამოგვართვევინეს ტელეფონები, ზოგს ჩამოართვეს. არ მოგვცეს ვინმესთან დარეკვის საშუალება. შემდეგ მანქანებში გადაგვანაწილეს და კახეთის გზატკეცილზე, შსს-ს შენობაში გადაგვიყვანეს. შენობაში შესვლამდე დიდი ხნის განმავლობაში მანქანებში ვისხედით, სადაც პირადად მე ხელწერილი დამაწერინეს, რომ ნამდვილად მე გავაკეთე ეს წარწერები. უშუალოდ შენობაში შესვლის დროსაც მოგვთხოვეს ანალოგიური ხელწერილები, რაზეც პროტესტი გამოვთქვი და სანამ პირველადი ხელწერილი არ დამიბრუნეს, მეორე არ დამიწერია. ამის შემდეგ მე და ჩემი მეუღლე გამოგვიშვეს შენობიდან, თუმცა ჩვენი მეგობრების მოცდა დაახლოებით 2 საათი მოგვიწია. სანამ სახალხო დამცველს არ დავურეკეთ და მათი წარმომადგენელი არ მივიდა უწყებაში, ისინი არ გამოუშვეს”.

 

ისმაილოვა ვარაუდობს, რომ სამართალდამცავებს პრობლემა არა ქალაქის, ამ შემთხვევაში, მიწისქვეშა გადასასვლელის იერსახის დაზიანების, არამედ წარწერების შინაარსის გამო ჰქონდათ.  


სამირა ისმაილოვა
სამირა ისმაილოვა


მასალების გადაბეჭდვის წესი