ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში საგარეო საქმეთა მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ

12 მარტი, 2015 • 1239
ცხინვალში საგარეო საქმეთა მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ

რეზოლუცია პარლამენტმა 11 მარტს, პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღო. ამის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის პარტია “ერთიანი ოსეთი” იყო. პარტია სერიოზულ დიპლომატიურ შეცდომად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ვენესუელასა და ნიკარაგუას მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, სამხრეთ ოსეთის ელჩს ამ ქვეყნებში ჯერ კიდევ არ გადაუცია ქვეყნის ლიდერებისთვის რწმუნებათა სიგელები.

გარდა ამისა, სანაკოევი დაადანაშაულეს იმაში, რომ საკუთარი ინიციატივით, პრეზიდენტისა და პოლიტსაბჭოს შეტყობინების გარეშე, მედიაში გამოაქვეყნა რუსეთთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების სამუშაო ვარიანტი.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი