ახალი ამბები

ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა გაიყიდა

11 მარტი, 2015 • 3944
ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა გაიყიდა

 

შპს “ბათუმი თაუერი“ 2014 წლის 10 ნოემბერს რეგისტრირებული კომპანიაა. მისი ასპროცენტიანი წილის მფლობელი „CELWOOD INVESTMENT LIMITED“-ია, რომელიც რეგისტრირებულია ბელიზში, ცენტრალურ ამერიკაში. საჯარო რეესტრში კომპანიის საქმიანობის ტიპი ასეა მითითებული: ექსპორტის განმახორციელებელი, მაღაზია, კაფე, ბუფეტი, რესტორანი. 


აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის განმავლობაში არანაკლებ ოთხვარსკვლავიანი და ასი ნომრის მქონე სასტუმრო უნდა გახსნას შენობაში. 


 

საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, მყიდველმა თანხა ეტაპობრივად უნდა გადაიხადოს: პირველ ეტაპზე, ერთი თვის ვადაში, 8 მილიონი აშშ დოლარი, შემდეგი 6 თვის ვადაში- 15 მილიონი აშშ დოლარი, 12 თვის ვადაში – 20 მილიონი და 18 თვეში – უკვე დარჩენილი თანხის სრულად დაფარვა.

 

 

 

ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად წოდებული შენობის მშენებლობა, რომელიც ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში დგას, სახელმწიფოს 40 მილიონი ლარი დაუჯდა.

 

 

 

“ბათუმი თაუერის” სიმაღლე 200 მეტრია, 170-ე მეტრზე კი “ეშმაკის ბორბალია” დამონტაჟებული. შენობა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა გახსნა და განაცხადა, რომ აქ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განთავსდებოდა, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს შენობა უფუნქციოდ დარჩა.




მასალების გადაბეჭდვის წესი