ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში კონიაკის წარმოება შემცირდა

3 მარტი, 2015 • • 1731
სომხეთში კონიაკის წარმოება შემცირდა

ოფიციალური მონაცემით, 2015 წლის იანვარში წარმოებული კონიაკი 2014 წლის იმავე თვესთან შედარებით 31,9%-ით [610 ათასზე მეტი ლიტრი] ნაკლებია. ექსპერტები ძირითად მიზეზად რუბლის დევალვაციას ასახელებენ, რამდენადაც რუსეთი სომხეთის კონიაკის ინდუსტრიის ძირითად ბაზარს წამოადგენს. 

 

გარდა ამისა, 5%-ით შემცირებულია ლიქიორისა და არყის, 66,6%-ით შამპანურის და 20,2%-ით ლუდის წარმოება. ამავე დროს, ოფიციალური მონაცემითვე, 4,7%-ით გაზრდილია ღვინის წარმოება.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი