ახალი ამბები

პრემიერი ლარზე: ხელოვნურად იყო შექმნილი ისტერიკა და გადაიქცა შოუების საკეთებელ თემად

26 თებერვალი, 2015 • • 884
პრემიერი ლარზე: ხელოვნურად იყო შექმნილი ისტერიკა და გადაიქცა შოუების საკეთებელ თემად

მისი განმარტებით, ხელოვნურად შექმნილი ისტერიული ფონი სიტუაციას ამძიმებს.

 

ღარიბაშვილმა მოუწოდა ბანკებს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუმსუბუქონ მდგომარეობა მოსახლეობას, რომელთაც სესხები დოლარში აქვთ აღებული.

 

“მთელი მთავრობა არის მობილიზებული, გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ეროვნულ ბანკთან. მიმაჩნია, რომ მართლაც ხელოვნურად იყო შექმნილი ისტერიკა და გადაიქცა შოუების საკეთებელ თემად. ჩვენ გვჭირდება სიტუაციის სტაბილიზაცია და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ძალიან მალე გამოვასწოროთ სიტუაცია. დღეს მოვისმინე საქართველოს ბანკის ინიციატივის შესახებ, კარგი წინადადებაა და თუ სხვა ბანკებიც მიბაძავენ მას და ხალხს შეუმსუბუქებენ მდგომარეობას, მხარს დავუჭერთ მაქსიმალურად,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი