ახალი ამბები

ფხაკაძე: თუ ლარის დევალვაცია გაგრძელდა, ნავთობის ფასის მომატება გარდაუვალი იქნება

25 თებერვალი, 2015 • • 1575
ფხაკაძე: თუ ლარის დევალვაცია გაგრძელდა, ნავთობის ფასის მომატება გარდაუვალი იქნება

“ბუნებრივია, ლარის კურსის დაცემა ყველასთვის არის სატკივარი, ლარის დევალვაციის შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, ეს ნავთობის ფასზეც აისახება. ხელისუფლება მართალია, როდესაც ამბობს, რომ ერთ-ერთი გამოსავალია ინვესტიცების მოზიდვა. ჩვენ კომპანიასაც აქვს პროექტები და ვაპირებთ ინვესტირებას. კონკრეტულად ვერ ვიტყვით, რამდენით გაძვირდება საწვავი, ჯერჯერობით ფასის შენარჩუნების საშუალებას იძლევა საერთაშორიო პლაცი, რომლის მიხედვითაც ნავთობის ფასი მცირდება, მაგრამ თუ ლარის დევალვაცია სწრაფი ტემპით გაგრძელდა, ფასის მომატება გარდაუვალი იქნება”- განაცხადა სოსო ფხაკაძემ გიორგი კვირიკაშვილთან და ნოდარ ხადურთან შეხვედრის დაწყებამდე.

 

დღეს, 25 თებერვალს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ. ეს შეხვედრა ლარის გაუფასურების გამო გამოწვეული პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

 

2014 წლის 25 ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია ხუთჯერ განახორციელა და, ჯამში, 200 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა დოლართან მიმართებაში ლარი კვლავ უფასურდება.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღევანდელი მდგომარეობით დადგენილი სავალუტო კურსით 1 აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ლარი 2.2619 ნიშნულზე, ხოლო ევროსთან მიმართებაში  – 2.5573 ნიშნულზეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი