ახალი ამბები

პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო გვენეტაძე დაასახელა

17 თებერვალი, 2015 • • 2003
პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო გვენეტაძე დაასახელა

ნინო გვენეტაძე პრეზიდენტმა 28 კანდიდატიდან შეარჩია.


იურისტი ნინო გვენეტაძე სასამართლო სისტემაში 1990-იანი წლებიდან მუშაობს. იგი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა. 2005 წელს მან, მერაბ ტურავამ და თამარ ლალიაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მოსამართლეებზე ზეწოლაში საჯაროდ დაადანაშულა. მას თანამდბეობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისციპლინარულმა კოლეგიამ 2005 წლის ბოლოს დაატოვებინა. ნინო გვენეტაძე 2012 წლამდე რესპუბლიკური პარტიის წევრიც იყო.


ქართულ მედიაში საუბარი იმის შესახებ, რომ ნინო გვენეტაძეს “ქართული ოცნება” უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად განიხილავდა, ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო. ამის თაობაზე სტატიები გაზეთმა “ვერსიამ” და FOR.GE-მ გამოაქვეყნეს.


“მე და მერაბ ტურავას სასამართლო სისტემის მოწყობის ჩვენი ხედვაც გვაქვს და ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთი შეხვედრისას მოკლე პრეზენტაციაც გვქონდა”, – აცხადებდა გვენეტაძე 2012 წელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი