ახალი ამბები

ID ბარათის გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი გადაიდო

11 თებერვალი, 2015 • 2174
ID ბარათის გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი გადაიდო

 

მოსარჩელე სასამართლოში სასულიერო პირებთან ერთად

პროცესის მსვლელობის დროს, სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ, ზაზა თვარაძემ მოსარჩელეს ჰკითხა, რატომ არ ჰყავდა მას სასამართლოში წარმომადგენელი. მოსარჩელემ განმარტა, რომ მას წარმომადგენელი არ სჭირდება და საკუთარი უფლებების დაცვას თავადვე შეძლებს.

 

თუმცა, მოსამართლეების მიერ დასმულ შეკითხვებს მოსარჩელემ პასუხი ვერ გასცა, მაგალითად, მოსარჩელე თენგიზ ლატარიას მიაჩნია, რომ ID ბარათი არღვევს ადამიანის აღმსარებლობის, რწმენის, პირადი ცხოვრების უფლებას და ის დისკრიმინაციულია, მაგრამ რატომ ფიქრობს ასე, ამ კითხვას ვერ პასუხობს.

 

კითხვებზე პასუხის ვერმიღების შემდეგ მოსამართლეებმა მოსარჩელეს შესთავაზეს, რომ კითხვებს წერილობით მიაწვდიან, რათა მხარემ პასუხები მოამზადოს. ასევე გადაწყდა, რომ სასამართლო კითხვებს წერილობით ფორმით მოპასუხე მხარეს – პარლმენტის წარმომადგენლებსაც მიაწვდის.

 

სხდომა მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო.

 

თენგიზ ლატარია

 

მოქალაქე თენგიზ ლატარია თავისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვს იმ ნორმების გაუქმებას, რაც ID ბარათის გაცემის წესებს ადგენს.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „სადვო ნორმები ეწინააღმდეგება მართლმადიდებელ ქრისტიანთა აღმსარებლობას, ვინაიდან პირადობის მოწმობისა და პასპორტის მონაცემებში არსებული პირადი ნომრები, ფოტოსურათი და ასევე სხვა მახასიათებლები წარმოადგენს ანტიქრისტეს ბეჭედს“.

 

საკონსტიტუციო სასამართლო

მასალების გადაბეჭდვის წესი