ახალი ამბები

“ნულოვანი ტოლერანტობა “ნაცმოძრაობის” ზონდერებს” – პატრიოტთა ალიანსის აქცია თბილისში

31 იანვარი, 2015 • • 1270
“ნულოვანი ტოლერანტობა “ნაცმოძრაობის” ზონდერებს” – პატრიოტთა ალიანსის აქცია თბილისში

დღევანდელი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ირმა ინაშვილის თქმით, ხელისუფლებამ “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოაბიტაცია უნდა დაასრულოს და სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყოს.

 

“ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ დაასრულოს  ყოველგვარი საუბარი კოაბიტაციაზე და დაიწყოს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი. ნულოვანი ტოლერანტობა “ნაციონალური მოძრობის” ზონდერებს და ჯალათებს- ეს არის ამ აქციის კიდევ ერთი გზვნილი. ჩვენ არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, ასევე დასავლეთს ვეუბნებით, იქნება ეს ევროპა თუ აშშ, რომ ეს არის ქართველი ხალხის მოთხოვნა და არა კოაბიტაცია”,- განაცხადა ირმა ინაშვილმა “მაესტროსთან” საუბრისას.

 

დღევანდელ აქციაზე იური ვაზაგაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. იური ვაზაგაშვილი, რომელიც 20 იანვარს, შვილის საფლავზე აფეთქების შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მისი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების გამო. იური ვაზაგაშვილი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას 8 წელზე მეტია ითხოვდა. ზურა ვაზაგაშვილი 2006 წელს, სპეცოპერაციის დროს პოლიციელის ტყვიისგან დაიღუპა.

 

აქციის მოთხოვნების შესასრულებლად ორგანიზატორებმა ხელისუფლებას ვადა მარტამდე განუსაზღვრეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი