ახალი ამბები

ევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქციებს სექტემბრამდე აგრძელებს

30 იანვარი, 2015 • 1026
ევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქციებს სექტემბრამდე აგრძელებს

გარდა ამისა, ბრიუსელში ასევე შეთანხმდნენ, რომ განიხილავენ, თუ კიდევ ვინ დაემატება სიას, რომელთაც ევროკავშირში შესვლა აკრძალული აქვთ და მათი ანგარიშები გაიყინება. თუმცა საგრეო საქმეთა მიისტრები არ შეთანხმებულან რუსეთზე უფრო მეტი ეკონომიკური სანქციის დაწესების შესახებ.

 

როგორც BBC წერს, მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს, როდესაც აღმოსავლეთ უჯრაინაში ბრძოლა გამწვავდა. მოსკოვი უარყოფს კონფლიქტში მონაწილეობას. გასული კვირის ბოლოს პორტ მარიუპოლის დაბომბვას სულ მცირე 30 ადამაინი ემსხვერპლა. უკრაინამ ამ თავდასხმაში ამბოხებულები დაადაბაშაულა.

 

იყო გაურკვევლობა საბერძნეთის ახალი მთავრობის პოზიციასთან დაკავშირებით, რომელმაც განაცხადა, რომ სურს თავიდან აირიდოს განხეთქილება ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

 

ნატო აცხადებს, რომ ასობით რუსული ტანკი და საბრძოლო მანქანა არის აღმოსავლეთ უკრაინაში. მოსკოვი კი უარყოფს პირდაპირ ჩართულობას, მაგარამ აცხადებს, რომ ზოგიერთი რუსი მოხალისე ამბოხებულების მხარეს იბრძვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი