ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში დაკავებული უფლებადამცველის, ლეილა იუნუსის ერთი დღე კარცერში

19 დეკემბერი, 2014 • • 1135
აზერბაიჯანში დაკავებული უფლებადამცველის, ლეილა იუნუსის ერთი დღე კარცერში

როგორც ადვოკატი აცხადებს, ის 11 დეკემბერს ციხეში ექიმებმა მოინახულეს – ქალები თეთრ ხალათებში და ერთი მამაკაცი სამოქალაქო ტანსაცმლით.

 

“მათ განაცხადეს, რომ არიან დამოუკიდებელი ექსპერტები და სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა უნდა ჩაატარონ. მე ვუპასუხე, რომ აზერბაიჯანში არ არიან არც დამოუკიდებელი მოსამართლეები და არც ექსპერტები, და არ ვენდობი ადგილობრივ ექიმებს. ამიტომაც უარს ვაცხადებ ნებისმიერ ექსპერტიზაზე. გადასაფარებელში გავეხვიე კანკალითა და ტირილით და კედლისკენ მივბრუნდი. ექიმების წასვლიდან 10 წუთში ჩემს კამერაში წინასწარი დაკავების იზოლატორის 8 თანამშრომელი მოვიდა და უფროსთან მაიძულებდნენ წასვლას, რის შემდეგაც მე მათ ხელში აღმოვჩნდებოდი. ამის შემდეგ ბადრაგებმა საწოლიდან ძალით, ფეხშიშველი გამომიყვანეს და 300–400 მეტრის მანძილზე დერეფანში მათრიეს. ჩამსვეს მანქანაში და საჯარიმო ბლოკში გადამიყვანეს. შემიყვანეს კარცერში, სადაც დღეღამეზე მეტხანს დამტოვეს. მოვითხოვდი, ოფიციალურად წარედგინათ ჩემთვის, თუ რის საფუძველზე მომათავსეს კარცერში, თუმცა ამაზე უარი მივიღე. იზოლატორში ყოფნის ხუთი თვის განმავლობაში ეს იყო ყველაზე დიდი წამება,”– განუცხადა ლეილა იუნუსმა მის ადვოკატს. 

 

ლეილა იუნუსი 30 ივლისს ბაქოში დააკავეს. ის აზერბაიჯანში “მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის” დირექტორია, მან და მისმა კოლეგამ სომხეთიდან, ლაურა ბაგდასარიანმა, სომხეთში კვლევითი ცენტრის “რეგიონის” დირექტორმა, ბაქოში სომხეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, რაუფ მირკანდიროვის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართვა გაავრცელეს.  მიმართვაში ისინი საზოგადოებას მოუწოდებდენ, კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად და აზერბაიჯანელ და სომეხ ხალხს შორის სიძულვილისა და შუღლის გაღვივების წინააღმდეგ ხმა აემაღლებინათ. 

 

ადვოკატების ცნობით, ლეილა იუნუსს სექტემბერში, აზერბაიჯანში, წინასწარი დაკავების იზოლატორში სასტიკად სცემეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი