ახალი ამბები

ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას თამარ ბერუჩაშვილი დაესწრება

17 დეკემბერი, 2014 • • 939
ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას  თამარ ბერუჩაშვილი დაესწრება

“საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში ევროპარლამენტის მხრიდან გამოხატულ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას.  საგარეო საქმეთა მინისტრი სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გაემგზავრება”,- ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ვიქტორ დოლიძე დაესწრებიან. კენჭისყრის პროცედურა თბილისის დროით 14:00-16:00 საათზე გაიმართება

 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება  2014 წლის ივნისში გაფორმდა. მისი რატიფიცრება ევროპარლამენტში 18 დეკემბერს მოხდება. ევროპის სახალხო პარტიამ პროცესზე დასასწრებად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიწვია. რატიფიკაციის პროცესს არ დაესწრება პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარებს წერილით მიმართა და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

საქართველო-ევროკავშირის შორის ასოცირების შეთანხმება დღეისათვის ათი ქვეყნის – რუმინეთი, ბულგარეთი, ლიტვა, ლატვია, მალტა, სლოვაკეთი, ესტონეთი, უნგრეთი, შვედეთი და ხორვატიის მიერ არის რატიფიცირებული.

 

                                                            

მასალების გადაბეჭდვის წესი