ახალი ამბები

მართვის მოწმობის მიღების მსურველთა რიგი მომსახურების სააგენტოში [ფოტო]

5 დეკემბერი, 2014 • • 2755
მართვის მოწმობის მიღების მსურველთა რიგი მომსახურების სააგენტოში [ფოტო]

რიგი შსს-ს მომსახურების სააგენტოში, ფოტო: ტატო კუჭავა
რიგი შსს-ს მომსახურების სააგენტოში, ფოტო: ტატო კუჭავა

საქმე ის არის, რომ 15 დეკემბრიდან მართვის მოწმობის მიღების მსურველები თეორიულ გამოცდას ახალი, 3D ბილეთებით ჩააბარებენ.

 

შსს-ს ცნობით, ახალ ბილეთებში გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები, რომელთა საშუალებითაც მართვის მოწმობის მსურველს სიტუაციის უკეთესად აღქმისა და  გაანალიზების საშუალება ეძლევა:


“ბილეთებში აღქმის გასაიოლებლად გამოყენებულია საქართველოს ავტომაგისტრალების, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ქუჩების ფოტო-ვიდეომასალა. ამასთან, ელექტრონული ტესტირებისას მეტი თვალსაჩინოებისთვის შესაძლებელია საგზაო მოძრაობის კონკრეტული ელემენტის ახლო მანძილიდან ნახვა. თეორიული გამოცდის ახალი ტესტების ელექტრონულ ვერსიაში საგამოცდო ტესტის სწორი და არასწორი პასუხების ნუმერაცია შეიცვლება, რაც საგამოცდო ბილეთების მექანიკურად დამახსოვრებას გამორიცხავს”, – აცხადებენ შსს-ში.

 

ახალ საბილეთო სისტემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ თეორიულ გამოცდაზე მიღების პერიოდი საათნახევრით, 16:30-დან 15 საათამდე იმ მიზეზით შეამცირა, რომ ბოლო პერიოდში გამოცდების ჩაბარების მსურველთა ნაკადი გაიზარდა.

 

აღნიშნული რეჟიმი 10 დეკემბრამდე მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში გაგრძელდება.

 

სააგენტო აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ბილეთები გართულებულია, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ახალ ბილეთებში დახვეწილია კითხვის როგორც შინაარსი, ასევე, ფორმა და ვიზუალური მხარე: გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები, რის საშუალებითაც მართვის მოწმობის მსურველს სიტუაციის უკეთესად აღქმისა და  გაანალიზების საშუალება ეძლევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი