ახალი ამბები

სახალხო დამცველის ცნობით, ბათუმის ციხეში პატიმარს არაადამიანურად მოეპყრნენ

5 დეკემბერი, 2014 • • 974
სახალხო დამცველის ცნობით, ბათუმის ციხეში პატიმარს არაადამიანურად მოეპყრნენ

სახალხო დამცველის რწმუნებულებისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში ბათუმის #3 დაწესებულების ბრალდებულმა შ.დ–მ, განაცხადა, რომ 2014 წლის 11 ნოემბერს დაწესებულების სამედიცინო ნაწილში ყოფნისას დაწესებულების თანამშრომელმა ექიმთან შეხვედრის უფლება არ მისცა; ბრალდებულის სიტყვიერი პროტესტის პასუხად ის ძალის გამოყენებით წაიყვანეს გონივრული მიღებისა და განთავსების საკანში, სადაც ხელებზე ბორკილდადებულს ფეხებით ცემდნენ გულმკერდის მიდამოებში. შემდეგ ბრალდებული მოათავსეს სამარტოო საკანში, საბნისა და გათბობის გარეშე.

 

სახალხო დამცველის ცნობით, პროტესტის ნიშნად შ.დ.–მ თვითდაზიანება მიიყენა, რის შემდეგაც თხუთმეტამდე თანამშრომელმა ხელებზე ბორკილი დაადეს, იატაკზე დააწვინეს და უმოწყალოდ ცემეს. შემდეგ ისევ გონივრული მიღებისა და განთავსების საკანში წაიყვანეს და ხელფეხშეკრული დილის ოთხ საათამდე იატაკზე დატოვეს.


“არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე რეაგირების მიზნით შ.დ.-მ 15 ნოემბერს შიმშილობა გამოაცხადა. ბრალდებულის განცხადებით, 20 ნოემბერს დაწესებულების თანამშრომლებმა მას განმეორებით მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც შ.დ-მ გონივრული მიღებისა და განთავსების საკანში ელექტრონათურის მინით სხეულზე მიიყენა მრავლობითი თვითდაზიანებები”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი