ახალი ამბები

კახა ბენდუქიძე კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს

22 ნოემბერი, 2014 • • 1260
კახა ბენდუქიძე კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს

დღეს დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში, სადაც კახა ბენდუქიძის ოჯახის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  სანდრა რულოვსის მეშვეობით, სტუდენტებმა და მოქალაქეებმა მიუსამძიმრეს.

 

კახა ბენდუქიძე ლონდონის სასტუმროში 2014 წლის 13 ნოემბერს 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ექსპერტიზის პირველადი დასკვნით, კახა ბენდუქიძე გულის უკმარისობით გარდაიცვალა. “თავისუფალი უნივერსიტეტის” პრესსამსახურის ინფორმაციით, ბენდუქიძის გარდაცვალების მიზეზებზე ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ოფიციალურად 6 კვირის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

© EPA 22.11.2014
© EPA 22.11.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი