ახალი ამბები

ომბუდსმენი: დაკავებული მაღალჩინოსნების უდანაშაულობის პრეზუმფცია არ უნდა დაირღვეს

7 ნოემბერი, 2014 • • 970
ომბუდსმენი: დაკავებული მაღალჩინოსნების უდანაშაულობის პრეზუმფცია არ უნდა დაირღვეს

“როდესაც საუბარი არის თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმეზე, ანუ საქმეზე, რომელიც საზოაგდოების მაღალი ინტერესით არის განპიორბებული, რა თქმა უნდა, ნებისმიეირ თანამდბეობის პირის მხრიდან წინასწარ განცხადების გაკეთება არ არის სწორი, უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეული არ უნდა იყოს. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, იყო თუ არა კონკრეტული პირი დამნაშავე”, – განაცხადა ნანუაშვილმა.


უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

 

ომბუდსმენი დაკავებულებთან შეხვედრას გეგმავს:

 

“ჩვენ გამოთხოვილი გვაქვს მასალები თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით. იმედია, უახლოეს დღეებში გვექნება საქმეში არსებული ყველა მასალა და ჩვენ შესაბამის განცხადებას გავაკეთებთ. უახლოესი დღეების განმავლობაში მე პირადად ვგეგმავ დაკავებულების მონახულებას, რათა უშუალოდ მათაგან მოვისმინო ინფორმაცია”, – აღნიშნა ომბუდსმენმა.


28 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი დააკავა სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით. პროკურატურის ცნობით, საუბარია თანხის კომპანია სილქნეტის სასარგებლოდ გაფლანგვაზე.


“მე მასალების დიდი ნაწილი ვიცი და გავეცანი. აშკარად ჩანს იქ კორუფციული გარიგებები”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით საგანელიძემ 4 ნოემბერს.


” ჩანს სერიოზული ფინანსური დარღვევები და ამ ფონზე ირაკლი ალასანია აკეთებს განცხადებას, რომ ჩვენი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრეცში ფერხდება. მეც ამ გუნდის წევრი ვარ და ამას ნურავინ ნუ დამაბრალებს. თუ კორუფციას თვალი არ დავუხუჭეთ, თურმე ევროატლანტიკუირი გზისკენ რაღაც ფერხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურ ნიღაბს ამოვეფაროთ, პოლიტიკა წინ დავიყენოთ და ნებისმიერ ფინანსურ მაქინაციებს გზა მივცეთ და მწვანე ავუნთოთ”- თქვა დეპუტატმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი