ეკონომიკა

„დანკინ დონატსი“ საქართველოში შემოდის

31 ოქტომბერი, 2014 • • 1594
„დანკინ დონატსი“ საქართველოში შემოდის
ხელშეკრულების ფარგლებში მომდევნო 5-6 წლის მანძილზე საქართველოში “Dunkin’Donuts”-ის 35 რესტორანი გაიხსნება.

 

„დანკინ დონატსი” აშშ–ი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში. 

“„ვისოლ ჯგუფს” გააჩნია უკლებლივ ყველა ის ინგრედიენტი, რომელთა საფუძველზეც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას პარტნიორი კომპანიის შერჩევისას. “ვისოლ ჯგუფი” ფლობს საცალო ბიზნესის შექმნისა და მართვის სიღრმისეულ ცოდნას. ამ ბიზნესს ჯგუფს ასევე აქვს სათანადო გამოცდილება რესტორნების ოპერირების კუთხით, რაც მათ საქართველოში “ვენდის” ძალიან წარმატებული პროექტის განხორციელების დროს დააგროვეს” –აცხადებს „დანკინ დონატსის“ ვიცე-პრეზიდენტი ევროპაში – კარლოს ვიდალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი