ახალი ამბები

შსს: ამოღებულია 1700 აბი ნარკოტიკული საშუალება

17 ოქტომბერი, 2014 • • 956
შსს: ამოღებულია 1700 აბი ნარკოტიკული საშუალება

სამართალდამცავების განცხადებით, წარსულში ორჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 33 წლის ოთარ რ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მარნეულში დააკავეს.

 

პოლიციის ცნობით, ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 17 გრ კოდეინის შემცველი პრეპარატი „პირალგინი“, ხოლო დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

1700 აბი ნარკოტიკული საშუალება
1700 აბი ნარკოტიკული საშუალება

მასალების გადაბეჭდვის წესი