ახალი ამბები

Spiegel: უკრაინის კრიზისის გამო ბერლინმა მოსკოვთან კონსულტაციებზე უარი თქვა

12 ოქტომბერი, 2014 • • 1018
Spiegel: უკრაინის კრიზისის გამო ბერლინმა მოსკოვთან კონსულტაციებზე უარი თქვა

ორი ქვეყნის მთავრობისა და მინისტრების დიალოგი, როგორც წესი, იმართებოდა “პეტერბურგის დიალოგის” პარალელურად, რომელიც დაგეგმილია ამ თვის ბოლოს სოჭში. ბერლინი მიიჩნევს, რომ მოსკოვის ქცევის გამო ახლა შეხვედრა არ იქნებოდა სასარგებლო. პეტერბურგის დიალოგის ფარგლებში გერმანულ-რუსული დისკუსიის ფორუმი გადაიდო. 

 

“ჩვენ არ გვსურს მონაწილეობა მივიღოთ პოტიომკინის ფასადის შექმნაში, სახელწოდებით “სამოქალაქო საზოგადოების დიალოგი” – ნათქვამია გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისადმი და საგარეო საქმეთა მინისტრ ფრან ვალტერ შტაინმაიერისადმი გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ორგანიზაციები- “გრინფისი”, “ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი”, “ამნესტი ინტერნეიშენალი”.


“შპიგელის” ცნობით, ანგელა მერკელისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გადაიდო უკრაინის კრიზისის გამო. მანამდე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ იმედი ჰქონდა მოსკოვსა და ბერლინს შორის თანამშრომლობის გაგრძელების “ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიზნით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი