ახალი ამბები

თელავის საკრებულოს წევრი ნიკა ვარდოშვილი ნაცემია

27 აგვისტო, 2014 • • 1151
თელავის საკრებულოს წევრი ნიკა ვარდოშვილი ნაცემია

“ეს პიროვნება ბარბაცით მოდიოდა, ზემოთა მხრიდან თეთრი ფერის ჯიპი ჩამოდიოდა, ამ პიროვნებამ ჯიპს ხელი დაარტყა, გააჩერდიო და მოვიდა ჩემთან პირადად, მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემაგინა მე, შეაგინა ჩემს მეპატრონესაც. თქვენ ხართ ოცნების მხარდამჭერები, თქვენი ასე და ისე… ამ დროს ვერ შევიკავე თავი “, – ამბობს შალვა სეფიაშვილი, რესტორან “ძველი თელავის” მენეჯერი.

 

ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს. ნაცემი დპუტატი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

“აღენიშნებოდა ეკსკორიაციები შუბლის არეში, ქვედა ტუჩის დაჟეჟილი ჭრილობა  და კანქვეშა ჰემატომა წელის მიდამოში. ჩაუტარდა  ყველა აუცილებელი გამოკვლევა, კონსულტირებული იქნა სპეციალისტების მიერ, რაიმე მნიშვნელოვანი დაზიანება შინაგანი ორგანოების არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა გარკვეული დროის განმავლობაში დარჩება სტაციონარში ჩვენი დაკვირვების ქვეშ”, – განაცხადა ექიმმა “რუსთავი 2”- თან საუბრისას.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი