ახალი ამბები

14 აგვისტოდან მძღოლებს ახალი სანომრე ნიშნების სასურველი სერიის დაჯავშნა შეეძლებათ

13 აგვისტო, 2014 • • 2253
14 აგვისტოდან მძღოლებს ახალი სანომრე ნიშნების სასურველი სერიის დაჯავშნა შეეძლებათ

თავისუფალი სანომრე ნიშნის მოძიება და დაჯავშნა შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს ყველა რეგიონულ განყოფილებაში და სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით, დაჯავშნისთვის მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე www.sagency.ge. დარეგისტრირების შემდეგ უნდა მოიძიონ სასურველი სანომრე ნიშანი და დაჯავშნონ.

 

შსს-ს განცხადებით, დაჯავშნა შეიძლება, როგორც საკუთარ, ისე სხვა პირის სახელზე. იმ შემთხვევაში, თუ მისი პირადი მონაცემები იცით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის ახალი დიზაინის სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემას 2014 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყებს.

 

შსს-ს განცხადებით, ავტომანქანის მფლობელი მოქალაქეები ვალდებული არ არიან, რომ არსებული დიზაინის სანომრე ნიშნები შეცვალონ, რადგან მათი მოქმედების ვადა 2020 წლის 1 სექტემბერის ჩათვლით გრძელდება.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცნობით, 14 აგვისტოდან ახალი სანომრე ნიშნების დაჯავშნა იწყება. 13.08.2014
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცნობით, 14 აგვისტოდან ახალი სანომრე ნიშნების დაჯავშნა იწყება. 13.08.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი